ვახტანგ გომელაური „მთავარი არხის“ ოპერატორის დაკავებაზე - გამოძიება ასევე, დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორმა და დაველოდოთ - თუ რამე დავაშავეთ, პასუხს ვაგებთ, მაგრამ ვერცერთ პოლიციელს ვერ დასჯის ვერავინ, თუ დანაშაული არ ჩაიდინა

გამოძიება ასევე, დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორმა და დაველოდოთ თემას. თუ რამე დავაშავეთ, ჩემი თამადობით ვიტყოდი, აი, მეც თუ რამე დავაშავე, პასუხს ვაგებ, მაგრამ პოლიციელმა, რომელმაც არაფერი დააშავა, პირდაპირ გეუბნებით, ვერცერთ პოლიციელს თმის ღერი ვერ ჩამოუვარდება ვერასდროს. თუ რამე დავაშავეთ, კიდევ ვიძახი, ღირსეულად, ჩვენ ჩვენს დანაშაულზე პასუხს ვაგებთ, - ამის შესახებ შს მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა 19 ნოემბრის აქციაზე „მთავარი არხის“ ოპერატორის, სერგი ბარამიძის დაკავების შესახებ.

როგორც პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას, ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, სერგი ბარამიძე სამართალდამცველებმა სწორად დააკავეს, თუ არასწორად, ამაზე პასუხს ვერ გასცემს.

„რაც შეეხება „მთავარი არხის“ ოპერატორის დაკავებას, ის ადმინისტრაციულად დააკავეს და ამაზე საქმე სასამართლოშიც გადავა. იყო [საუბარი], რომ თითქოს არასწორად დააკავეს, შემთხვევით - ამაზე პასუხს მე ვერ გაგცემთ და ზუსტად ვერ გეტყვით, სწორად დააკავეს, თუ არასწორად დააკავეს. შეხლა-შემოხლა იყო, კადრებში ჩანს კარგად, სადაც ჯოხს ურტყამდნენ პოლიციელებს და ზუსტად იქ იდგა ეს ადამიანიც. მე არ ვამბობ, რომ ეს ადამიანი ურტყამდა ჯოხს, ამას არ ვამბობ და ასე არ გადააკეთოთ“, - განაცხადა გომელაურმა.

მან უპასუხა შეკითხვას, შესაძლოა თუ არა, რომ სამართალდამცველებს შეცდომა მოსვლოდათ.

„არ ვიცი, ვნახოთ... ძალიან ბევრი ხალხი იყო და ვერ გეტყვით, შეცდომა იყო, თუ არ იყო შეცდომა. გამოძიება ასევე, დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორმა და დაველოდოთ თემას. თუ რამე დავაშავეთ, ჩემი თამადობით ვიტყოდი, აი, მეც თუ რამე დავაშავე, პასუხს ვაგებ, მაგრამ პოლიციელმა, რომელმაც არაფერი დააშავა, პირდაპირ გეუბნებით, ვერცერთ პოლიციელს თმის ღერი არ ჩამოუვარდება ვერასდროს. თუ რამე დავაშავეთ, კიდევ ვიძახი, ღირსეულად, ჩვენ ჩვენს დანაშაულზე პასუხს ვაგებთ. ვერცერთ პოლიციელს ვერ დასჯის ვერავინ, თუ, რა თქმა უნდა, დანაშაული არ ჩაიდინა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისი თქმით, პოლიცია არავისზე ძალადობს.

„ჩვენ არ ვძალადობთ არავისზე. ერთი შემთხვევა მითხარით, რომ ადამიანს, რომელიც თავისთვის მიყვება პოლიციას, ეცნენ, ძირს აგორავებენ და თმებით აკავებენ, თუ რაღაც. უმეტესობა, რომელიც დააკავეს, არ ემორჩილება პოლიციას. მანამდე, წინა ეპიზოდი აღარ ჩანს და [ტელევიზია] აჩვენებს მარტო იმას, რომ აკავებს და მიჰყავთ.[პოლიციას] ხელკეტებს რომ ურტყამენ, ქვებს, ბოთლებს ესვრიან, ლანძღავენ, აგინებენ, აღარ მინდა, კიდევ სხვა რაღაცები ვთქვა პირდაპირ ეთერში, ჯერ ეს აჩვენეთ ხოლმე“, - განაცხადა გომელაურმა.

შეგახსენებთ, 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას, დაკავებულთა შორის ერთ-ერთი „მთავარი არხის“ ოპერატორი, სერგი ბარამიძე იყო. ბარამიძე იმ დროს დააკავეს, როცა სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და ვიდეოკამერით მიმდინარე მოვლენებს - კონკრეტულად კი, დაპირისპირების ერთ-ერთ შემთხვევას იღებდა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დაკავებისას ოპერატორზე ფიზიკურად იძალადეს. სერგი ბარამიძე შემდგომ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ვახტანგ გომელაური „მთავარი არხის“ ოპერატორის დაკავებაზე - გამოძიება ასევე, დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორმა და დაველოდოთ - თუ რამე დავაშავეთ, პასუხს ვაგებთ, მაგრამ ვერცერთ პოლიციელს ვერ დასჯის ვერავინ, თუ დანაშაული არ ჩაიდინა

გამოძიება ასევე, დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორმა და დაველოდოთ თემას. თუ რამე დავაშავეთ, ჩემი თამადობით ვიტყოდი, აი, მეც თუ რამე დავაშავე, პასუხს ვაგებ, მაგრამ პოლიციელმა, რომელმაც არაფერი დააშავა, პირდაპირ გეუბნებით, ვერცერთ პოლიციელს თმის ღერი ვერ ჩამოუვარდება ვერასდროს. თუ რამე დავაშავეთ, კიდევ ვიძახი, ღირსეულად, ჩვენ ჩვენს დანაშაულზე პასუხს ვაგებთ, - ამის შესახებ შს მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა 19 ნოემბრის აქციაზე „მთავარი არხის“ ოპერატორის, სერგი ბარამიძის დაკავების შესახებ.

როგორც პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას, ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, სერგი ბარამიძე სამართალდამცველებმა სწორად დააკავეს, თუ არასწორად, ამაზე პასუხს ვერ გასცემს.

„რაც შეეხება „მთავარი არხის“ ოპერატორის დაკავებას, ის ადმინისტრაციულად დააკავეს და ამაზე საქმე სასამართლოშიც გადავა. იყო [საუბარი], რომ თითქოს არასწორად დააკავეს, შემთხვევით - ამაზე პასუხს მე ვერ გაგცემთ და ზუსტად ვერ გეტყვით, სწორად დააკავეს, თუ არასწორად დააკავეს. შეხლა-შემოხლა იყო, კადრებში ჩანს კარგად, სადაც ჯოხს ურტყამდნენ პოლიციელებს და ზუსტად იქ იდგა ეს ადამიანიც. მე არ ვამბობ, რომ ეს ადამიანი ურტყამდა ჯოხს, ამას არ ვამბობ და ასე არ გადააკეთოთ“, - განაცხადა გომელაურმა.

მან უპასუხა შეკითხვას, შესაძლოა თუ არა, რომ სამართალდამცველებს შეცდომა მოსვლოდათ.

„არ ვიცი, ვნახოთ... ძალიან ბევრი ხალხი იყო და ვერ გეტყვით, შეცდომა იყო, თუ არ იყო შეცდომა. გამოძიება ასევე, დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორმა და დაველოდოთ თემას. თუ რამე დავაშავეთ, ჩემი თამადობით ვიტყოდი, აი, მეც თუ რამე დავაშავე, პასუხს ვაგებ, მაგრამ პოლიციელმა, რომელმაც არაფერი დააშავა, პირდაპირ გეუბნებით, ვერცერთ პოლიციელს თმის ღერი არ ჩამოუვარდება ვერასდროს. თუ რამე დავაშავეთ, კიდევ ვიძახი, ღირსეულად, ჩვენ ჩვენს დანაშაულზე პასუხს ვაგებთ. ვერცერთ პოლიციელს ვერ დასჯის ვერავინ, თუ, რა თქმა უნდა, დანაშაული არ ჩაიდინა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისი თქმით, პოლიცია არავისზე ძალადობს.

„ჩვენ არ ვძალადობთ არავისზე. ერთი შემთხვევა მითხარით, რომ ადამიანს, რომელიც თავისთვის მიყვება პოლიციას, ეცნენ, ძირს აგორავებენ და თმებით აკავებენ, თუ რაღაც. უმეტესობა, რომელიც დააკავეს, არ ემორჩილება პოლიციას. მანამდე, წინა ეპიზოდი აღარ ჩანს და [ტელევიზია] აჩვენებს მარტო იმას, რომ აკავებს და მიჰყავთ.[პოლიციას] ხელკეტებს რომ ურტყამენ, ქვებს, ბოთლებს ესვრიან, ლანძღავენ, აგინებენ, აღარ მინდა, კიდევ სხვა რაღაცები ვთქვა პირდაპირ ეთერში, ჯერ ეს აჩვენეთ ხოლმე“, - განაცხადა გომელაურმა.

შეგახსენებთ, 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას, დაკავებულთა შორის ერთ-ერთი „მთავარი არხის“ ოპერატორი, სერგი ბარამიძე იყო. ბარამიძე იმ დროს დააკავეს, როცა სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და ვიდეოკამერით მიმდინარე მოვლენებს - კონკრეტულად კი, დაპირისპირების ერთ-ერთ შემთხვევას იღებდა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დაკავებისას ოპერატორზე ფიზიკურად იძალადეს. სერგი ბარამიძე შემდგომ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია