ანრი ოხანაშვილი - იუსტიციის სამინისტრო განაგრძობს ჩვენი გუნდის დაწყებულ არაერთ სახელმწიფოებრივ საქმეს

ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე იუსტიციის მინისტრობის კანდიდატ ანრი ოხანაშვილს უსმენენ.

მინისტრობის კანდიდატმა გამოცხადებული ნდობისთვის ირაკლი კობახიძეს და „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს მადლობა გადაუხადა.

„მსურს, ასევე, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის წევრს, ბატონ რატი ბრეგაძეს, გაწეული დაუღალავი შრომისა და ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმისთვის. წარმატებას ვუსურვებ მას შემდგომ საქმიანობაში.

ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით იმ სამთავრობო გუნდის წევრობა, რომელიც ნდობის გამოსაცხადებლად წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტისთვის!

მოგეხსენებათ, რომ 2012 წლიდან დღემდე ჩვენმა ხელისუფლებამ ფუნდამენტური ცვლილებები და უმნიშვნელოვანესი რეფორმები განახორციელა იუსტიციის სფეროში კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და ჩვენი საზოგადოების ინტერესებზე მორგებული სერვისების უზრუნველსაყოფად! ამიტომ იუსტიციის სამინისტრო განაგრძობს ჩვენი გუნდის დაწყებულ არაერთ სახელმწიფოებრივ საქმეს და მაღალი პროფესიონალიზმით, კეთილსინდისიერებითა და დიდი პასუხისმგებლობით უზრუნველვყოფთ სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული შესაბამისი პრიორიტეტების შესრულებას“, ‒ აღნიშნა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა ანრი ოხანაშვილმა.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, იუსტიციის სამინისტრო გააგრძელებს საქმიანობას ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებით ‒ მოქალაქეებისთვის სერვისების უზრუნველყოფა და ხელმისაწვდომობა.

„2028 წლისთვის იუსტიციის სახლის მოქმედების არეალი სრულად დაფარავს ყველა მუნიციპალიტეტს. გაგრძელდება „მობილური იუსტიციის სახლების“ პროექტიც, რომელიც ბატონი რატი ბრეგაძის ინიციატივა იყო. დაგეგმილია სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა მობილური აპლიკაციის მეშვეობითაც და ამ მიმართულებითაც მოქალაქეებს ექნებათ შესაბამისი სერვისების მიღების შესაძლებლობა“, ‒ განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში გაგრძელდება სერვისების მიწოდების ეფექტიანობის შემდგომი ამაღლება, რათა უმაღლესი სტანდარტით მოხდეს სერვისების შექმნა, მიწოდება და ხარისხის კონტროლი.

„ერთ-ერთი საკითხი უკავშირდება დამისამართების პროექტს და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრების პროექტების დამტკიცებას. გაგრძელდება ამ მიმართულებით მუშაობა პარლამენტთან. ზუსტი მისამართების არსებობა ხელს შეუწყობს სახელმწიფო და კერძო სერვისების დროულ და უფრო ხარისხიან მიწოდებას. გაგრძელდება და დასრულდება მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტიც და ყველა იმ სხვა მნიშვნელოვან სერვისზე მუშაობა, რაც სამთავრობო პროგრამით არის გათვალისწინებული“, ‒ განაცხადა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა ანრი ოხანაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე