თინა ბოკუჩავა - მოვუწოდებთ ევროპულ პარლამენტს, დარწმუნდნენ იმაში, რომ  საგამოძიებო მისიის მანდატი და შემადგენლობა იქნება ისეთი, რომ გამოავლინოს გაყალბების მასშტაბები, რომლითაც არჩევნების შედეგების შეცვლა მოხდა

ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნება არჩევნების შედეგების მიმართ. ეს არჩევნები არ წარმოადგენს ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას. არჩევნები გაყალბდა არაერთი გზით, მასიური სქემების გამოყენებით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ სტრასბურგში, ევროპარლამენტარებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, აუცილებელია საერთაშორისო საგამოძიებო მექანიზმების ჩართვა, რომელიც ადგილზე იქნება გამოყენებული ევროკავშირის მიერ საქართველოში, როგორც კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის ტერიტორიაზე, რათა შეისწავლოს გაყალბების მასშტაბები.

„ძვირფასო კოლეგებო, მეგობრებო, თქვენი მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია ქართველი ხალხისა და ჩვენი ევროპული კურსისათვის, რომელიც რა თქმა უნდა, დგას კითხვის ნიშნის ქვეშ მას შემდეგ, რაც მოიპარეს საპარლამენტო არჩევნების შედეგები. ეს არ არის არჩევნები, რომელიც მოპარეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ პარტიას, არამედ მოპარეს თითოეულ ქართველ მოქალაქეს და სწორედ ამიტომ უწოდა საქართველოს პრეზიდენტმა ამას რუსული სპეცოპერაცია, ჰიბრიდული ომის წარმოების გზა ქართველი ხალხისა და მისი თავისუფალი ნების წინააღმდეგ.

ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნება ამ არჩევნების შედეგების მიმართ. ეს არჩევნები არ წარმოადგენს ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას. არჩევნები გაყალბდა არაერთი გზით, მასიური სქემების გამოყენებით. შედეგები არ უნდა იქნას ლეგიტიმურად ცნობილი და საერთაშორისო საზოგადოება უნდა იდგეს ქართველი ხალხის გვერდით მათ მისწრაფებაში, რომ გამოხატონ საკუთარი არჩევანი და ჰქონდეთ თავისუფლება, რომ შეინარჩუნონ და მოიპოვონ ევროპული მომავალი, რომელიც არის საფრთხის ქვეშ. არაერთი მტკიცებულება იქნა წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების დამკვირვებლების მიერ და მტკიცებულებები კიდევ უფრო იზრდება.

ჩვენი აზრით, საერთაშორისო საგამოძიებო მექანიზმების ჩართვა აუცილებელია, რომელიც ადგილზე იქნება გამოყენებული ევროკავშირის მიერ საქართველოში, როგორც კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის ტერიტორიაზე, რათა შეისწავლოს გაყალბების მასშტაბები. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ევროპულ პარლამენტს იმ რეზოლუციის ჩათვლით, რომელიც იქნება მიღებული ხუთშაბათს, დარწმუნდნენ იმაში, რომ მანდატი და შემადგენლობა ამ საგამოძიებო მისიისა იქნება ისეთი, რომ ზეგავლენა მოახდინოს და გამოავლინოს გაყალბების მასშტაბები, რომლითაც მოხდა არჩევნების შედეგების შეცვლა“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ამასთან, თინა ბოკუჩავას განცხადებით, იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი განახორციელებს მძლავრ პოლიტიკურ ქმედებებს, რომ შეიწყალოს პრეზიდენტი სააკაშვილი, რადგან „ საქართველოს ვერ ექნება ევროპული მომავალი პოლიტიკური პატიმრებით“.

„მივესალმები იმ ფაქტს, რომ მონახაზში იმ რეზოლუციისა, რომელსაც უკვე გადავხედე, არის მოწოდება საქართველოს მთავრობისადმი, რომ გაათავისუფლონ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პოლიტიკური პატიმარია უკვე მეოთხე წელია, რომელიც იდევნება პოლიტიკური ბრალდებების საფუძველზე და როგორც ჩვენ ვიცით, განსაკუთრებით ამ დარბაზში, საქართველოს ვერ ექნება ევროპული მომავალი პოლიტიკური პატიმრებით. განსაკუთრებით ვიმედოვნებ, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ასრულებს უმთავრეს როლს საქართველოს ევროპული ტრაექტორიის შენარჩუნების საკითხში, რომელიც არის ერთგვარი დამცველი ქართული მისწრაფებებისა დემოკრატიისა და ევროინტეგრაციისაკენ, ასევე განახორციელებს მძლავრ პოლიტიკურ ქმედებებს, რომ შეიწყალოს პრეზიდენტი სააკაშვილი“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რომლის განცხადების თარგმანიც "მთავარ არხს" ეკუთვნის.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს