ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის მთავრობას “ჰეზბოლასთან” ცეცხლის შეწყვეტის გეგმას წარუდგენს

ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის მთავრობას “ჰეზბოლასთან” ცეცხლის შეწყვეტის გეგმას წარუდგენს. შესაბამისი განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მისი უშიშროების კაბინეტთან შეხვედრის შემდეგ ვიდეომიმართვაში გააკეთა.

ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ის მთავრობას წარუდგენს ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის გეგმას საბოლოო დამტკიცებისთვის და აღნიშნა, რომ “ცეცხლის შეწყვეტის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოხდება ლიბანში”.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, “აშშ-სთან სრული ურთიერთგაგებით, ჩვენ ქმედების სრულ თავისუფლებას ვინარჩუნებთ” ლიბანში “ჰეზბოლას” წინააღმდეგ.

“თუ “ჰეზბოლა” შეთანხმებას დაარღვევს და ხელახლა შეიარაღებას ეცდება, ჩვენ დავარტყამთ. თუ ის ეცდება საზღვართან ტერორისტული ინფრასტრუქტურის ხელახლა აშენებას, ჩვენ დავარტყამთ. თუ გაისვრის რაკეტას, ამოთხრის გვირაბს, მოიყვანს ჭურვებით სავსე სატვირთო მანქანას, ჩვენ დავარტყამთ…

ნებისმიერ დარღვევას ძალით ვუპასუხებთ. კარგი შეთანხმება ის არის, რომელიც სრულდება, და ჩვენ მას აღვასრულებთ”, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის