Reuters - პაკისტანში, ყოფილი პრემიერ-მინისტრის მხარდამჭერებმა საპროტესტო აქციები შეწყვიტეს

პაკისტანში, ყოფილი პრემიერ-მინისტრის მხარდამჭერებმა საპროტესტო აქციები შეწყვიტეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იმრან ხანის „მოძრაობა სამართლიანობის“ პარტიამ საპროტესტო აქციების დროებით შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა.

გუშინ, ისლამაბადის ცენტრში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ათასობით მხარდამჭერი შეიკრიბა, მას შემდეგ რაც სამშაბათს პოლიციასთან დაპირისპირების შემდეგ დედაქალაქში შესვლა მოახერხეს.

შეტაკებების შედეგად, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა.

გვიან ღამით, ქვეყნის უსაფრთხოების ძალებმა და პოლიციამ იმრან ხანის ასობით მხარდამჭერი დააკავეს.

ცნობისთვის, 72 წლის იმრან ხანი 2023 წლის აგვისტოდან ციხეში იმყოფება და მის წინააღმდეგ 150-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მათ შორის, ტერორიზმისა და კორუფციის ბრალდებით.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა