მიხეილ ყაველაშვილი - ნამდვილად უსაზღვროდ მიყვარს ჩემი სამშობლო და ჩემი ქვეყანა - ყველაფერს გავაკეთებ ქართული საზოგადოების გაერთიანებისთვის

ნამდვილად უსაზღვროდ მიყვარს ჩემი სამშობლო და ჩემი ქვეყანა, - ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა, მიხეილ ყაველაშვილმა საკუთარი კანდიდატურის წარდგენის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქართული საზოგადოება გაერთიანდეს.

„საქართველოში ქართველებს არ გვესწავლება, რომ სიძულვილი ნამდვილად ყოფს და აპირისპირებს ადამიანებს. ამის საპირისპიროდ არის სიყვარული გამაერთიანებელი. გულწრფელად მინდა გითხრათ, მკაფიოდ და დაგპირდეთ, ნამდვილად უსაზღვროდ მიყვარს ჩემი სამშობლო და ჩემი ქვეყანა. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ქართული საზოგადოების გაერთიანებისთვის ჩვენი ეროვნული ინტერესები, ჩვენი ეროვნული იდენტობა, ჩვენი ღირებულებები, საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის ირგვლივ საზოგადოება გავაერთიანოთ. დარწმუნებული ვარ, საზოგადოება მხარს დაგვიჭერს და უფრო მეტად ძლიერს გავხდით ჩვენს სამშობლოს, ჩვენს საქართველოს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი, ფარავდეს უფალი ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა