ვახტანგ ძაბირაძე - პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელებით პრეზიდენტის ინსტიტუტი საერთოდ გავაუქმეთ

ყაველაშვილს პოლიტიკური ამბიციები არ გაუჩნდება, ის იქნება მორჩილი და ყველა იმ პირობას დააკმაყოფილებს, რასაც გუნდი ეტყვის - პრეზიდენტის ინსტიტუტი საერთოდ გავაუქმეთ,- ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება.

ძაბირაძე ფიქრობს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი მორჩილების ნიშნით შეირჩა.

„რა თქმა უნდა, პრეზიდენტობის კანდიდატს არჩევდნენ ერთგულების და მორჩილების ნიშნით. ალბათ, სხვა ვერ მოძებნეს უკეთესი და ყაველაშვილი დაასახელეს. ყაველაშვილს პოლიტიკური ამბიციები არ გაუჩნდება, ის იქნება მორჩილი და ყველა იმ პირობას დააკმაყოფილებს, რასაც გუნდი ეტყვის. საკმაოდ ცნობილი და აქტიური პირია. ვინც ადევნებდა თვალს მის გამოსვლებსა და პოზიციებს, მგონი, მათთვის გასაგებია ყველაფერი. ზოგადად, ამ გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის ინსტიტუტი საერთოდ გავაუქმეთ. არც კი ვიცი, სხვა რა უნდა ვთქვა“, - აღნიშნა ძაბირაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება. "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

„29 დეკემბერს შედგება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და ამ დღიდან წარსულს ჩაბარდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ქვეყნის ღალატისა და კონსტიტუციის სისტემატური დარღვევის უხეში პრაქტიკები, რომელმაც პრეზიდენტის ინსტიტუტს უდიდესი ზიანი მიაყენა“,- აღნიშნა ივანიშვილმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა