ალექსანდრე წულაძე - 2025 წელს  განახლებული საგნობრივი სტანდარტები დამტკიცდება, რის შემდეგაც, 2025-2028 წლებში განვაახლებთ ყველა სასწავლო სახელმძღვანელოს როგორც ქართულენოვან, ისე არაქართულენოვან სკოლებში

2025 წელს განახლებული საგნობრივი სტანდარტები დამტკიცდება. ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატმა, ალექსანდრე წულაძემ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი სტანდარტების შესაბამისად, 2025-2028 წლებში როგორც ქართულენოვან, ისე არაქართულენოვან სკოლებში სასწავლო სახელმძღვანელოებიც განახლდება.

„მოგეხსენებათ, რომ 2024 წელს, ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად, მოხდა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების განახლება და მასში ეროვნული, ტრადიციული და ოჯახური ღირებულებების გაზრდა. აღნიშნულ დოკუმენტზე დაყრდნობით, 2025 წელს დამტკიცდება, ეს შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ მომავალ წელს ეს ნამდვილად იქნება, განახლებული საგნობრივი სტანდარტები. დიახ, რაზეც გუშინ ჩვენს საზოგადოებაში აქტიურად საუბრობდნენ, სწორედ ახლა ვაპირებთ განახლებული სტანდარტების დამტკიცებას, სადაც ძალიან ბევრი საკითხი მოწესრიგდება განახლებული, ეროვნული სასწავლო მიზნების შესაბამისად. შესაბამისად, ეროვნული-პატრიოტული ფასეულობები, ოჯახური ღირებულებები ყველაფერი ეს, კიდევ უფრო მეტად აისახება ჩვენს საგნობრივ სტანდარტებში, რის შემდეგაც, 2025-2028 წლებში განვაახლებთ ყველა სასწავლო სახელმძღვანელოს როგორც ქართულენოვან, ისე არაქართულენოვან სკოლებში“,- განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს