დავით სონღულაშვილი - ამ პერიოდის განმავლობაში, არაერთ მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივაზე ვიმუშავეთ, რომელიც მიმართული იყო როგორც სხვადასხვა სექტორული საქმიანობის მოწესრიგებაზე, ასევე ეკონომიკური რეფორმების საკანონმდებლო უზრუნველყოფაზე

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატს, დავით სონღულაშვილს უსმენენ.

სიტყვით გამოსვლისას, სონღულაშვილმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ფარგლებში 4-წლიანი სამუშაოს შესახებ ისაუბრა.

„ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ ისტორიულ შენობაში საკანონმდებლო საქმიანობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ჩემს კოლეგებთან ერთად მუშაობა. თუმცა, რა თქმა უნდა, ბატონი პრემიერ-მინისტრის მიერ ჩემი კანდიდატურის წარდგენა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოზიციაზე განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მანიჭებს და მეც მზად ვარ, რომ მთელი ჩემი ძალა, ენერგია და გამოცდილება, ამ სფეროს განვითარებას დავუთმო.

ამ პერიოდის განმავლობაში, არაერთ მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივაზე ვიმუშავეთ, რომელიც მიმართული იყო როგორც სხვადასხვა სექტორული საქმიანობის მოწესრიგებაზე, ასევე ეკონომიკური რეფორმების საკანონმდებლო უზრუნველყოფაზე. ის კანონპროექტები, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში მომზადდა, განხილვები სხვადასხვა საპარლამენტო ფორმატში, ხელს უწყობდა ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და დარგების განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას. კომიტეტი, მუდმივად მზად იყო დიალოგისთვის და თანამშრომლობისთვის, როგორც კერძო სექტორთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ეკონომიკური სექტორის ყველა წარმომადგენელთან. ყოველთვის აქცენტირებული ვიყავით ქვეყნის წინაშე არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებსა და საჭიროებებზე, რასაც თან ახლდა კომიტეტის საპასუხო მოქმედებები“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

დავით სონღულაშვილმა მადლობა გადაუხადა კომიტეტის წევრებს - ნაყოფიერი მუშაობისთვის, კომიტეტის აპარატს - მაღალი კომპეტენციისა და პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის.

„განსაკუთრებული მადლობა მეათე მოწვევის პარლამენტს და შალვა პაპუაშვილს თანამშრომლობისთვის, მეგობრობისა და მხარდაჭერისთვის. და ბოლოს, რა თქმა უნდა, ასევე, განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ამომრჩეველს, რომლებმაც გამომიცხადეს ნდობა 2016 წლიდან და მომცეს შესაძლებლობა კომპეტენციის ფარგლებში გამეკეთებინა მაქსიმუმი ქვეყნის განვითარების, ეკონომიკური წინსვლისა და მოსახლეობის კეთილდღეობისთვის“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა