დავით სონღულაშვილი - საქართველოს მთავრობამ, ბოლო 12 წლის განმავლობაში, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის, შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯები გადადგა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა, საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლის დროს, ყურადღება ქვეყნის ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის დარგის მნიშვნელობასა და თანამედროვე, საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების აუცილებლობაზე გაამახვილა.

ასევე, უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით განხორციელებული წარმატებული პროექტები და მიღწევები მიმოიხილა.

„მოგეხსენებათ, სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია, შესაბამისად, აღნიშნული მიმართულების განვითარება, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება პირდაპირ აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე. საქართველოს მთავრობამ, ბოლო 12 წლის განმავლობაში, შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯები გადადგა სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის, რაც სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის განხორციელებით შეგვიძლია შევაფასოთ. შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში 47000-მა ბენეფიციარმა ისარგებლა 6.5 მილიარდი ლარის შეღავათიანი სესხით, შეიქმნა 400-ზე მეტი გადამმუშავებელი საწარმო და შემნახველი ობიექტი, 7500 ერთეული ტექნიკა დაფინანსდა 120 მილიონი ლარით, „დანერგე მომავალის“ პროგრამის ფარგლებში, 360 მლნ ლარის ინვესტიციის შედეგად, 23600 ჰექტარზე გაშენდა ახალი ბაღები და ა.შ.“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ინფორმაციისთვის, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატს დავით სონღულაშვილს მოუსმინეს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის