მამუკა მდინარაძე მამუკა ხაზარაძის ინიციატივაზე - კარგია, უნდა გაკეთდეს, ძალიან მაგარი იდეაა - იქ პრეზიდენტი იყოს სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც აქ 5 პარასკევი აქვს და იქ 2 პარასკევი ექნება დარჩენილი

კარგია, უნდა გაკეთდეს, ძალიან მაგარი იდეაა - იქ პრეზიდენტი იყოს სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც აქ 5 პარასკევი აქვს და იქ 2 პარასკევი ექნება დარჩენილი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ინიციატივას „სახალხო პარლამენტთან“ დაკავშირებით.

მისი თქმით, ის „თანაუგრძნობს იმ ამომრჩეველს, რომელმაც მსგავსი მესიჯების გამხმოვანებელ ხალხს მისცა ხმა.“

„კარგია, უნდა გაკეთდეს, ძალიან მაგარი იდეაა. შალვას ფანჩატურში აღარ შეეშვებათ, რადგან თურმე შალვა გაბრაზდა. იმ დღეს განცხადება გაუკეთებია, გვარამია რომ გაიქცა, თურმე ძალიან გაბრაზდა. რაიმე, სალომეს ფანჩატური გააკეთონ ახლა. სალომეს [ზურაბიშვილს] 4 თუ 5 პარასკევი დარჩა. ამ ხუთ პარასკევში გადაწყვიტონ და სახლობანა ითამაშონ მერე. წავიდნენ, ფანჩატური მოაწყონ, თავისი სახელმწიფო ფანჩატური დაარქვან და იძახონ, ჩვენ ჩელიაბინსკში არ გვინდა, ფანჩატურში გვირჩევნიაო. იქ პრეზიდენტი იყოს სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც აქ 5 პარასკევი აქვს და იქ 2 პარასკევი ექნება დარჩენილი, ამ შემთხვევაში პოლიტიკურ პარასკევს ვგულისხმობ (პოლიტიკური გახდა ეს პარასკევები) და გააგრძელონ ასე თამაში.

მართლა თანავუგრძნობ მათ ამომრჩევლებს, რომელიც აი ამ მესიჯების გამხმოვანებელ ხალხს უჭერდა მხარს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძემ ახალი არჩევნების მისაღწევად 5-პუნქტიანი გეგმა გამოაქვეყნა, მათ შორის არის ოპოზიციის მხრიდან არჩეული პარლამენტის წევრების მიერ “სახალხო პარლამენტის” ფორმირება და თავმჯდომარედ პრეზიდენტის მოწვევა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე