პროკურორი - ნინო ლომჯარიას არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტებზე განსხვავებული, რამე ახალი მტკიცებულება, რასაც პირადად ის შეესწრო, არ წარმოუდგენია

პროკურორ ქეთევან ჩაჩავას განცხადებით, ყოფილ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, რომელიც არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა, განსხვავებული, ახალი მტკიცებულება, რასაც პირადად შეესწრო, არ წარმოუდგენია.

პროკურორის თქმით, ლომჯარია დღევანდელ სხდომაზე თავის ზოგად შეფასებებზე საუბრობდა, ხოლო მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ისედაც წარმოადგენდა გამოძიების საგანს.

„ჩვენ ვკითხავთ ყველა იმ პირს, რომლებმაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაავრცელა ინფორმაცია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, მათ შორის არის დღევანდელი მოწმე. მოწმემ ნამდვილად წარმოადგინა გარკვეული დოკუმენტები, მაგრამ ეს ძირითადად იყო ის საჩივრები, რომლებიც სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერაა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეტანილი და შემდეგ, გასაჩივრდა სასამართლოში. ასევე, მის მიერ წარმოდგენილი ფოტო-ვიდეომასალა მასობრივ საშუალებებში უკვე გასული სიუჟეტებია, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციის „ჩემი ხმის“ ვებ-გვერდზე ასახული ფოტო-ვიდეომასალაა, რომელიც უკვე წარმოადგენდა გამოძიების საგანს. დღევანდელ სხდომაზე მოწმემ თავისი ზოგადი შეფასებები განაცხადა, ის ძირითადად სიუჟეტებიდან და საჩივრებიდან გამომდინარე საუბრობდა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ყველა ამ წარმოდგენილ დოკუმენტაციას, ფოტო-ვიდეომასალას შევამოწმებთ და დავგეგმავთ შემდეგ საგამოძიებო მოქმედებებს. განსხვავებული, რამე ახალი მტკიცებულება, რასაც პირადად ის შეესწრო, არ წარმოუდგენია.

ჩვენთვის შემოწმების საგანია, მან წარმოადგინა საჩივრები, რომელიც საარჩევნო კომისიაში, ასევე სასამართლოშია წარდგენილი, ყველა საარჩევნო დარღვევა დანაშაული ვერ იქნება, აღნიშნული საჩივრების დახარისხება, ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციის მოძიება უნდა მოხდეს. უამრავი მასალაა, რომელიც შესწავლას საჭიროებს“, - აცხადებს ჩაჩავა.

ნინო ლომჯარია თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსარჩლის წინაშე საგამოძიებო ორგანოს შეკითხვებს თითქმის 3 საათის განმავლობაში პასუხობდა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის