მიხაილ როთი - საქართველოს ერთადერთი „გლობალური ომის პარტიის“, რუსეთის ხელში ჩავარდნა ემუქრება

საქართველოს ერთადერთი „გლობალური ომის პარტიის“, რუსეთის ხელში ჩავარდნა ემუქრება, - ასე ეხმაურება გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის წარდგენას.

„მმართველ პარტიას სრული ძალაუფლება სურს. მას გაყოფილი ქვეყნის ერთმანეთთან შერიგება არ სურს. საქართველოს ერთადერთი „გლობალური ომის პარტიის“, რუსეთის ხელში ჩავარდნა ემუქრება“, - წერს მიხაილ როთი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

„29 დეკემბერს შედგება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და ამ დღიდან წარსულს ჩაბარდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ქვეყნის ღალატისა და კონსტიტუციის სისტემატური დარღვევის უხეში პრაქტიკები, რომელმაც პრეზიდენტის ინსტიტუტს უდიდესი ზიანი მიაყენა“, - აღნიშნა ივანიშვილმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა