მიხეილ სარჯველაძე - მერწმუნეთ, მიხეილ ყაველაშვილი არ იმსახურებს ასეთ კრიტიკას, არავისზე ნაკლები კანდიდატი არ არის, თუ მეტი არა

მერწმუნეთ, მიხეილ ყაველაშვილი არ იმსახურებს ასეთ კრიტიკას, არავისზე ნაკლები კანდიდატი არ არის, თუ მეტი არა, - ასე შეაფასა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ სარჯველაძემ ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად, მიხეილ ყაველაშვილია წარდგენილი.

როგორც მიხეილ სარჯველაძე განმარტავს, სიმბოლური ფუნქციის თვალსაზრისით აქცენტის გაკეთება გამორჩეულ პატრიოტიზმზე რელევანტურია.

„მიუღებელია, კითხვის ჩამოყალიბება, თითქოს შეურაცხმყოფელია რომელიმე კანდიდატურა. მიხეილი ჩემი მეგობარია, ამიტომ, რა საკვირველია, სუბიექტური ვიქნები. ეს ფაქტი ძალიან მახარებს. მინდა გამორჩეული პატრიოტიზმით გამოვყო. ვფიქრობ, ის სწორი არჩევანია. პატრიოტიზმია მთავარი ღირსება, რის გამოც არის სწორად შერჩეული კანდიდატურა. პრეზიდენტი ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით გახლავთ სიმბოლური ფუნქციის მატარებელი, სიმბოლური ფუნქციის თვალსაზრისით აქცენტის გაკეთება გამორჩეულ პატრიოტიზმზე რელევანტურია.

ეს არის კაცი, ვისაც უსახელებია საქართველო, საქმე მაღალპროფესიონალურად შეუსრულებია, მათ შორის დეპუტატობის დროს. ის შეძლებს ყველა გამოწვევის საპასუხოდ სწორი ნაბიჯების გაკეთებას. მერწმუნეთ, ტყუილად ეძებთ მის ნაკლოვანებებს, ან თუნდაც საკითხის ამგვარად დაყენებას, სხვა რომელიმე ღირსებული კანდიდატი შეიძლება ყოფილიყო თუ არა, კი შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ მერწმუნეთ, რომ მიხეილ ყაველაშვილი არ იმსახურებს ასეთ კრიტიკას, არავისზე ნაკლები კანდიდატი არ არის, თუ მეტი არა. მე ვერ დავეთანხმები შეფასებას მის {ანტიდასავლურ რიტორიკაზე}“ - აღნიშნა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში