ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილი ნამდვილად არის დასაცავი, ძალიან მძიმეა მისი ემოციური მდგომარეობა, ის აშკარად ვერ ელევა თანამდებობას, თუმცა ხალხმა სხვაგვარად გადაწყვიტა, მას აქვს ძალიან დიდი, 5-კვირიანი მომავალი

ქალბატონი სალომე ნამდვილად არის დასაცავი, რომ ვუყურე მის ბოლო ბრიფინგს, ძალიან მძიმეა მისი ემოციური მდგომარეობა, ის აშკარად ვერ ელევა თანამდებობას, აშკარად სურდა, კიდევ 5-6 წელი ყოფილიყო თანამდებობაზე, თუმცა ხალხმა სხვაგვარად გადაწყვიტა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რომელიც სალომე ზურაბიშვილის "დასაცავ კამპანიას" უკავშირდებოდა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი განაწყენებულია ხალხზე, განაწყენებულია ყველაზე, ვინც უპირისპირდება მისი მხრიდან სკამის შენარჩუნებას.

„შესაბამისად, მას აქვს მძიმე ემოციური მდგომარეობა. მისი ეს მძიმე ემოციური მდგომარეობა რაღაცნაირად არის დასაცავი, ამაში ვეთანხმები შესაბამისი კამპანიის ავტორებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ მისი რეალური პოლიტიკური პერსპექტივა არის ის, რომ 29 დეკემბერს უფლებამოსილების ვადა ეწურება.

„მას აქვს ძალიან დიდი, 5-კვირიანი მომავალი, 29 დეკემბრამდე. 29 დეკემბერს მას ეწურება უფლებამოსილების ვადა. ეს არის, რეალურად, მისი პოლიტიკური პერსპექტივა, დროში თუ განვიხილავთ. გამომდინარე იქიდან, რომ მისი გარკვეული გავლენა ეფუძნებოდა ერთადერთ რამეს, ეს იყო თანამდებობა, მას 29 დეკემბრის შემდეგ არავითარი რესურსი აღარ რჩება. აქედან გამომდინარე, მას აქვს მხოლოდ და მხოლოდ 5-კვირიანი მომავალი და არაუმეტეს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ “იმედის“ ეთერში.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს