ირაკლი კობახიძე - წინა 4 წელი იყო სირთულეებითა და გამოწვევებით სავსე, თუმცა ჩვენი ერთიანობით მოვახერხეთ და ყველა გამოწვევა დავძლიეთ, შევინარჩუნეთ მშვიდობა და 40 მლრდ ლარით გავზარდეთ ქვეყნის ეკონომიკა

გუნდის ერთიანობის შედეგია ის მიღწევები, რაც ჰქონდა ჩვენს ქვეყანას გასული 4 წლის განმავლობაში - დღეს, საქართველო არის სუვერენული და ძლიერი როგორც არასდროს და ეს თითოეული თქვენგანის დამსახურებაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, წინა 4 წელი სირთულეებითა და გამოწვევებით იყო სავსე, თუმცა მმართველმა გუნდმა ყველა გამოწვევა დაძლია, შეინარჩუნა მშვიდობა და ეკონომიკა 40 მლრდ ლარით გაიზარდა.

„წინა 4 წელი იყო სირთულეებითა და გამოწვევებით სავსე. ამ 4 წლის განმავლობაში, ჩვენ გამოვიარეთ რევოლუციის ორი მცდელობა, ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლის მცდელობა, ქვეყნის ომში ჩათრევის მცდელობა, თუმცა ჩვენი ერთიანობით მოვახერხეთ და ყველა გამოწვევა დავძლიეთ, შევინარჩუნეთ მშვიდობა და 40 მლრდ ლარით გავზარდეთ ამ 4 წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იყო გუნდის ერთიანობის, გუნდის სიმყარის შედეგი და მინდა, ვისარგებლო ამ შემთხვევით და თითოეულ თქვენგანს მადლობა გადაგიხადოთ ამ ერთიანობისთვის, ერთად ბრძოლისთვის, სწორედ, ამ ბრძოლის შედეგია ის მიღწევები, რაც ჰქონდა ჩვენს ქვეყანას გასული 4 წლის განმავლობაში. დღეს, საქართველო არის სუვერენული და ძლიერი როგორც არასდროს და ეს თითოეული თქვენგანის დამსახურებაა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის