ირაკლი კობახიძე - ტურიზმიდან შემოსავლები 2012 წელს იყო 1,4 მილიარდი დოლარი, 4,5 მილიარდ დოლარამდე იზრდება წელს და 2028 წლისთვის ჩვენი მიზანია, ტურიზმიდან შემოსავლები 6,4 დოლარამდე გაიზარდოს

2012 წელს საქართველოს სტუმრობდა 4,7 მილიონი ვიზიტორი და 2024 წლისთვის, კოვიდით გამოწვეული პრობლემებისა და შემდგომი პროცესების მიუხედავად, დაახლოებით 8 მილიონამდე გაიზარდა ვიზიტორების რაოდენობა და 2028 წლისთვის 11 მილიონ ვიზიტორს უნდა გადავაჭარბოთ, ეს არის აბსოლუტურად რეალური ამოცანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ტურიზმიდან შემოსავლები 2012 წელს იყო 1,4 მილიარდი დოლარი და 4,5 მილიარდ დოლარამდე იზრდება წელს და 2028 წლისთვის მთავრობის მიზანია, ტურიზმიდან შემოსავლები 6,4 დოლარამდე გაიზარდოს.

„ესეც აბსოლუტურად მიღწევადი მიზანია. რაც შეეხება სასტუმროებს, 2012 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა მხოლოდ 777 განთავსების ობიექტი 23 ათასი ადგილით. წელს უკვე გვექნება 2363 განთავსების ობიექტი, სასტუმრო 108 ათასი ადგილით. ხედავთ, რამდენად დიდია პროგრესი, დაახლოებით 4,5-ჯერ არის გაზრდილი განთავსების ადგილების რაოდენობა ქვეყანაში. 2028 წლისთვის გვექნება 2680 სასტუმრო 142 ათასზე მეტი ადგილით. ესეც აბსოლუტურად რეალური მიზანია. ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში დაახლოებით მილიარდი ლარის ინვესტიცია ჩაიდება შემდეგი 4 წლის განმავლობაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის