ირაკლი კობახიძე - 2028 წლისთვის საქართველოს ექნება თანამედროვე ადრეული გაფრთხილების სისტემები, დაცულ ტერიტორიებს დაემატება, დაახლოებით, 100 000 ჰა ფართობი, აღდგება და გაშენდება 15 000 ჰა ტყე

2028 წლისთვის საქართველოს ექნება თანამედროვე ადრეული გაფრთხილების სისტემები, დაცულ ტერიტორიებს დაემატება, დაახლოებით, 100 000 ჰა ფართობი, აღდგება და გაშენდება 15 000 ჰა ტყე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, გარემოს დაცვაზე ზრუნვა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც გლობალური კლიმატის ცვლილებები სერიოზულ პრობლემებს იწვევს.

„გარემოს დაცვაზე ზრუნვა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ხედავთ, რომ გლობალური კლიმატის ცვლილებები იწვევს სერიოზულ პრობლემებს, მათ შორის, ჩვენს ქვეყანაში. გვქონდა მძიმე სტიქიები, მათ შორის წელს და ამ კუთხით სერიოზული ზრუნვა არის საჭირო, მათ შორის, პრევენციის თვალსაზრისით.

2028 წლისთვის საქართველოს ექნება თანამედროვე ადრეული გაფრთხილების სისტემები, დაცულ ტერიტორიებს დაემატება, დაახლოებით, 100 000 ჰა ფართობი, აღდგება და გაშენდება 15 000 ჰა ტყე. ეს არის მხოლოდ არასრული ჩამონათვალი, დროის სიმცირიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ყველა საკითხზე ვერ გავამახვილებ ყურადღებას. ქალაქებში ჰაერის დაბინძურება ასევე არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა. თბილისში, გასული წლების განმავლობაში, უკვე 25 %-ით შემცირდა ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი. ქალაქ რუსთავში ეს მაჩვენებელი შემცირდა 35 %-ით და მომავალშიც გაგრძელდება ზრუნვა ამ მიმართულებით,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს