მამუკა ხაზარაძე - მნიშვნელოვანია „ქართული ოცნების” იზოლაცია და დელეგიტიმაცია ყველა ოპოზიციურმა ძალამ განახორციელოს - ვიმეორებ, ყველამ! - აქ გამონაკლისი არ არსებობს, ახლა კეკლუცობის დრო არ არის!

დღეს ჩვენ, „ძლიერი საქართველოს” საპარლამენტო სიის წევრებმა ოფიციალურად გავწყვიტეთ ყოველგვარი კავშირი არალეგიტიმურ პარლამენტთან და ინდივიდუალური განცხადებებით უარი ვთქვით მანდატებზე, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიმართვაშია აღნიშნული.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია “ქართული ოცნების” იზოლაცია და დელეგიტიმაცია ყველა ოპოზიციურმა ძალამ განახორციელოს.

როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, „ახლა კეკლუცობის დრო არ არის“.

„პროდასავლურმა ოპოზიციამ 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მოიგო - „ქართული ოცნება” დამარცხდა. ოლიგარქმა რუსული სპეცოპერაციის გზით, ტოტალურად გააყალბა არჩევნები და მიიტაცა ხალხის ხმა! ის გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოდან და ბოლომდე დაადგა ქვეყნის იზოლაციის გზას.

დღეს ჩვენ, “ძლიერი საქართველოს” საპარლამენტო სიის წევრებმა ოფიციალურად გავწყვიტეთ ყოველგვარი კავშირი არალეგიტიმურ პარლამენტთან და ინდივიდუალური განცხადებებით უარი ვთქვით მანდატებზე.

მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ამომრჩეველს, იმ ასობით ათას ადამიანს, ვინც ქვეყნისა და საკუთარი მომავალი გვანდო. ეს ნდობა ჩვენთვის იმდენად ძვირფასი და საპასუხისმგებლოა, რომ არ გვაქვს უფლება ის არჩევნების მიმტაცებელ გამყალბებლებსა და „შულერებს” დავუკავშიროთ.

მნიშვნელოვანია “ქართული ოცნების” იზოლაცია და დელეგიტიმაცია ყველა ოპოზიციურმა ძალამ განახორციელოს - ვიმეორებ ყველამ! - აქ გამონაკლისი არ არსებობს!ახლა კეკლუცობის დრო არ არის! ჩვენ ვკარგავთ ქვეყანას! ახლა ერთიანობის და ბრძოლის დროა!

თუ რამ გვაქვს ქართველებს საამაყო, ეს ისტორიაა, რომელიც თავიდან ბოლომდე ხალხის თავდადებასა და სიმტკიცეზე დგას. სწორედ ეს სიმტკიცე გვჭირდება ახლა, როგორც არასდროს, რომ არ დავკარგოთ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა!

ჩვენ, „ძლიერ საქართველოს“ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომელიც ალტერნატიული პოლიტიკური სივრცის - ე.წ. სახალხო პარლამენტის შექმნას გულისხმობს, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესებს მოემსახურება და საერთაშორისო ლეგიტიმაციის გზით მოიპოვებს ახალ არჩევნებს.

ეს იქნება წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც გახდება ხიდი ქართველ ხალხსა და დემოკრატიულ, დასავლურ სამყაროს შორის, რომ ის მხარდაჭერა, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება გვიცხადებს, კიდევ უფრო გაიზარდოს და კონკრეტულ მოქმედებაში გადაითარგმნოს.

ამისთვის ჩვენ გვჭირდება ერთობა იმ პოლიტიკური ძალების, რომლებმაც 26 ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნდობა მოიპოვა!

შეთავაზება გაკეთებულია - გავერთიანდეთ ამ იდეის ირგვლივ და შევქმნათ ალტერნატიული სივრცე.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვკარგავთ კოორდინირებული და მწყობრი მუშაობის შესაძლებლობას, როგორც ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან, ასევე ქვეყნის შიგნით.

საზოგადოება პროდასავლური კოალიციებისგან კოორდინირებულ მუშაობას ითხოვს!

ჩვენ ვაგრძელებთ შეხვედრებს საზოგადოებასთან ამ გეგმის მიხედვით სამოქმედო სტრატეგიის შესამუშავებლად, რაც მოიცავს როგორც საპროტესტო ტალღის გაძლიერებას მთელი საქართველოს მასშტაბით, ისე საკოორდინაციო, სახალხო ცენტრების ფორმირებას და საზოგადოების კონსოლიდაციას ერთი მიზნისთვის - ახალი არჩევნების მოსაპოვებლად!

მე მჯერა საკუთარი თავის, საკუთარი გუნდის, ხალხის და მოქმედების ძალის - რადგან ნებისმიერი სირთულის გამოწვევა დაიძლევა მოქმედებით! შეუპოვრობით და ბოლომდე ბრძოლით! ევროპული არჩევანი, ეროვნული არჩევანია!“ - ნათქვამია მამუკა ხაზარაძის მიმართვაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე