ირაკლი კობახიძე - საჯარო მოხელეთა ხელფასების 10%-იანი ზრდა 2025 წლის ბიუჯეტში ასახული იქნება - განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საბავშვო ბაღების, სახელოვნებო და სპორტული სკოლების პერსონალის ხელფასებს

საჯარო მოხელეთა ხელფასების 10%-იანი ზრდა 2025 წლის ბიუჯეტში ასახული იქნება და ამ მიმართულებით მომავალშიც უნდა გაგრძელდეს ძალისხმევა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საბავშვო ბაღების, სახელოვნებო და სპორტული სკოლების პერსონალის ხელფასებს.

„რაც შეეხება საჯარო მოხელეებზე ზრუნვას, ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ერთია, რომ გაიზრდება კერძო სექტორში შრომის ანაზღაურება. დღეს დაახლოებით 2000 ლარია შრომის ანაზღაურება მთლიანობაში საშუალო მაჩვენებელი და 2028 წლისთვის გაიზრდება 3500 ლარამდე. კონკრეტულად საჯარო მოხელეთა ხელფასების ზრდა უნდა გაგრძელდეს, საჯარო სამსახურში გაგრძელდება მოხელეთა ხელფასების ზრდა 2025 წლის ბიუჯეტშიც ასახული იქნება 10% ზრდა და ამ მიმართულებით მომავალშიც უნდა გაგრძელდეს ძალისხმევა.

საბავშვო ბაღების პერსონალზე გვექნება განსაკუთრებული ყურადღება დათმობილი. ასევე იგივე ეხება სახელოვნებო და სპორტული სკოლების პერსონალს, აქაც უზრუნველყოფილი იქნება სტანდარტული ზრდის მიღმა მათ შორის ხელფასების ზრდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება
ვიზიტორთა სავალდებულო დაზღვევამ „არდის“ მრავალწლიანი გამოცდილების პროდუქტზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა
სასტუმრო „პაბელონი“: თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ქართული მასპინძლობა