პირები, რომლებმაც 10 ნოემბერს, მარჯვენა სანაპიროზე გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნეს და 500-500 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ზვიად ცეკვავამ 9 პირი, რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობდა, 10 ნოემბერს, მარჯვენა სანაპიროზე გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვისთვის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

მოსამართლემ ყველა მათგანი 500-500 ლარით დააჯარიმა.

დაკავებულების ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის განმარტებით, გადაწყვეტილება უსამართლოა და მას გაასაჩივრებენ.

„შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება ერთ-ერთი მთავარი უფლებაა, დღეს კი მივიღეთ, რომ ამ უფლებით სარგებლობას არამხოლოდ გვიზღუდავენ, არამედ უნდათ, რომ მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილება ნამდვილად არ არის მტკიცებულებებზე დაყრდნობილი. პროცესის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთმა ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა, ასეთი დამცირებული არასდროს ვყოფილვარო. იცით რატომ? ესენი მართალი ადამიანები არიან, რომლებიც ქვეყნის მომავლისთვის იბრძვიან. წარმოდგენილი ვიდეოკადრები ტელევიზიით გაშვებული სიუჟეტებია, რომელიც ნაწყვეტებია და რეალურ სურათს არ ასახავს. რადგან პირი აქციაზე იმყოფებოდა, დადგენილად მიიჩნევენ, რომ მან კანონი დაარღვია. ამას თავისი მტკიცებულებების წარმოდგენა სჭირდება, დღევანდელი გადაწყვეტილება - ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობა და დაჯარიმება ნამდვილად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. ამას აუცილებლად გავასაჩივრებთ“, - განაცხადა ლონდარიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს კიდევ ერთმა მოსამართლემ, ნინო ენუქიძემ ამავე ეპიზოდზე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო ნინო ლიპარტელიანიც, ისიც 500 ლარით დაჯარიმდა.

ამასთან, კიდევ ერთი მოსამართლის გადაწყვეტილებით, 500 ლარითაა დაჯარიმებული "ჩემი ხმის" დამკვირვებელი, გურამ ჩუხრიკიძეც.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს