ანრი ოხანაშვილი - კონსტიტუცია გპასუხობთ ამ საკითხზე - სალომე ზურაბიშვილის პასუხი და ხელმოწერა საერთოდ არ არის საჭირო, პრემიერ-მინისტრი ჩაითვლება კონსტიტუციის შესაბამისად დანიშნულად

კონსტიტუცია გპასუხობთ ამ საკითხზე - სალომე ზურაბიშვილის პასუხი და ხელმოწერა საერთოდ არ არის საჭირო, პრემიერ-მინისტრი ჩაითვლება კონსტიტუციის შესაბამისად დანიშნულად,- ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას საჭიროა თუ არა პრეზიდენტ ზურაბიშვილის ხელმოწერა, იქამდე სანამ პრემიერ-მინისტრი თავის უფლებამოსილებას შეუდგება.

ამასთან, ოხანაშვილმა მთავრობისა და პარლამენტის ლეგიტიმაციის საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლეგიტიმაცია ქართველი ხალხისგან მოდის და არა უცხოელებისგან.

„საქართველოს მთავრობას ლეგიტიმაციას აძლევს ქართველი ხალხი საქართველოს პარლამენტის მეშვეობით. ქართველმა ხალხმა გამოხატა მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ გუნდის მიმართ. საქართველოს პარლამენტს აქვს სახალხო ლეგიტიმაცია და აქედან გამომდინარე, მთავრობას აქვს სრული ლეგიტიმაცია. სხვა ლეგიტიმაცია არსებობს კიდევ? არჩევნებში უცხოელები იღებენ მონაწილეობას? ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი ხალხის და ქვეყნის ინტერესებისთვის სამსახურს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურად მუშაობას ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე”, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა