ელენე ხოშტარია - სალომე ზურაბიშვილი ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტია ამ ქვეყანაში, რომელიც ასახავს კონსტიტუციას, ხალხის ინტერესს და ევროპულ დღის წესრიგს - მასთან საუბრის მთავარი თემა პოლიტიკური ვითარება და არჩევნების არაღიარება იყო

სალომე ზურაბიშვილი არის ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი ამ ქვეყანაში, რომელიც ასახავს კონსტიტუციას, ხალხის ინტერესს და ჩვენს ევროპულ დღის წესრიგს, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტთან საუბრის მთავარი თემა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება და არჩევნების არაღიარება იყო.

„პრეზიდენტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ყველა ის რეზოლუცია, რასაც იღებენ და არჩევნების არაღიარება ძალიან მნიშვნელოვანია. საუბარი მინდოდა ზოგადად პოლიტიკურ პროცესებზე, აზრების გაცვლა, კონსულტაცია იყო. არაფერი განსაკუთრებული არ დაგვიგეგმავს. ყველა მიმართულებით ვიმსჯელეთ, რაც ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა, ეს არის არაღიარება, ამ ხელისუფლების დელეგიტიმაცია, რაც ახლა ხდება. არცერთი პოლიტიკური პარტია ამ პარლამენტს არ აღიარებს”, - განაცხადა ხოშტარიამ.

მისი თქმით, პრეზიდენტთან შეხვედრაზე ასევე წინააღმდეგობის მოძრაობაზე იმსჯელეს.

რაც შეეხება პრეზიდენტის სამომავლო გეგმებს უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ამის თაობაზე სალომე ზურაბიშვილი თავად ისაუბრებს, როცა საჭიროდ ჩათვლის.

„პრეზიდენტის როლზე და თვითონ რას აპირებს, ამაზე არ გვისაუბრია. ფაქტია, დღეს ის არის ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი და ამ ქვეყნის ევროპული დღის წესრიგის ლიდერი. მიმაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილს ახლაც და ზოგადად, მთელი ამ კრიზისის განმავლობაში ისტორიული როლი და მისია აქვს, როგორც ქვეყნის შიგნით საზოგადოების გამთლიანებაში, ასევე ქვეყნის გარეთაც", - განაცხადა ხოშტარიამ.

ამასთან, ხოშტარიას თქმით, ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, სადაც ქართველი ხალხის მხარდაჭერასა და „ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირებაზეა საუბარი.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა