აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დამტკიცებას ულოცავს

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დამტკიცებას ულოცავს.

მისალოც წერილში, რომელიც საქართველოს მთავრობის მეთაურმა მიიღო, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ხაზს უსვამს ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას და ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების დინამიკას.

„ბატონო პრემიერ მინისტრო, გულითადად გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დამტკიცებას. კმაყოფილებას იწვევს ჩვენს მეგობარ და საიმედო პარტნიორთან, საქართველოსთან ურთიერთობების მზარდი დინამიკა. ჩვენი ქვეყნები ერთმანეთთან ისტორიული ფესვებით არიან დაკავშირებულნი, ნაყოფიერად თანამშრომლობენ ურთიერთსასარგებლო სფეროებში, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. გამოვთქვამთ მზაობას, მომავალშიც ხელი შევუწყოთ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრობის, ურთიერთპატივისცემასა და მხარდაჭერაზე დაფუძნებული ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოებას. გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, წარმატებებს თქვენი ახალი მანდატის განმავლობაში, მოძმე ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ", - ნათქვამია აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის