სალომე სამადაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე - ჩვენ გვითხრეს, რომ არალეგიტიმური არის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება

ევროკავშირმა, ფაქტობრივად, არალეგიტიმურად ცნო 26 ოქტომბრის არჩევნები, რაც არის ძალიან დიდი გამარჯვება სწორედ იმ ხალხის, ვინც ეს დღეები და ეს კვირები იბრძოდა ამისთვის, - ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

სამადაშვილის თქმით, შესაძლოა, შეჩერდეს ვიზალიბერალიზაცია, რაც არის ბიძინა ივანიშვილის შესაბამისი პოლიტიკის შედეგი.

“მე მინდა, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც დღეს მოუთმენლად ელოდებიან დასავლეთის მხარდაჭერას, მივულოცო ძალიან დიდი გამარჯვება ევროკავშირში, როდესაც ევროპარლამენტმა 444 ხმით მიიღო ქართველი ხალხისა და მათი დემოკრატიული მომავლის მხარდამჭერი, ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ევროპელი მოკავშირეები იბრძვიან ქართველ ხალხთან ერთად დემოკრატიის გადასარჩენად და მე მადლობა მინდა გადავუხადო ევროპარლამენტის ყველა წევრს ამ მხარდაჭერისთვის. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ იმისთვის, რომ ეს მხარდაჭერა ჩვენს ქვეყანას მიეღო და რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ მინდა გავუზიარო საქართველოს მოქალაქეებს, რაც დღეს ევროპამ გადაწყვიტა.

სიმბოლურია, რომ საქართველოს არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არალეგიტიმური მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების დღეს ევროპარლამენტმა ცალსახად თქვა, რომ ჩატარებული არჩევნები არ იყო არც დემოკრატიული, არც თავისუფალი, არც სამართლიანი და არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას, ანუ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი შედგა - ევროკავშირმა, ფაქტობრივად, არალეგიტიმურად ცნო 26 ოქტომბრის არჩევნები, რაც არის ძალიან დიდი გამარჯვება სწორედ იმ ხალხის, ვინც ეს დღეები და ეს კვირები იბრძოდა ამისთვის, პირველ რიგში, აქციებზე, ქუჩაში და საკუთარ ხმას, მათ შორის, უზიარებდა ევროპას. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ სანქცირებას უკვე ითხოვენ ოთხი კონკრეტული პირის. ბიძინა ივანიშვილის გარდა, ამ სიას შეემატა შალვა პაპუაშვილი, კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე, რაც, თავისთავად, ნიშნავს იმას, რომ, ფაქტობრივად, ჩვენ გვითხრეს, რომ არალეგიტიმური არის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება. მე ვწუხვარ, რომ ამ რეზოლუციით ჩერდება საქართველოს ევროპული მომავალი და კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, შევინარჩუნებთ თუ არა ჩვენ უვიზო მიმოსვლას, რადგან პირდაპირ არის განაცხადა, რომ უვიზო მიმოსვლის გადახედვა უნდა დაიწყოს, მაგრამ მინდა, ყველას ესმოდეს, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის შესაბამისი პოლიტიკის შედეგი. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ ქართველმა ხალხმა არ დაკარგოს ევროპული მომავალი და ამ რეზოლუციის საფუძველზე მოვიპოვოთ თქვენთვის ახალი, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები და აღვადგინოთ ქვეყანაში კონსტიტუციური მართლწესრიგი”, - განაცხადა სამადაშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო