პარლამენტთან მოქალაქეები საპროტესტო აქციაზე იკრიბებიან, პარალელურად აქცია მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ ოფისთანაც - ასევე, მოქალაქეები იკრიბებიან სხვადასხვა ქალაქში

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, მოქალაქეები იკრიბებიან.

საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაანონსდა, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დააყენებენ“.

აქცია მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც დემონსტრანტები - „მონა, მონას“ სკანდირებენ.

საპროტესტო აქცია მიმდინარეობს რეგიონებშიც.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა