ბათუმში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს - მომიტინგეებმა ჭავჭავაძის, ბარათაშვილისა და წერეთლის ქუჩები გადაკეტეს

“გამოდით” - ამ შეძახილებით ბათუმში მოქალაქეები ქუჩებში მსვლელობას აწყობენ. ისინი აცხადებენ, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს არ დათმობენ.

“გამოდით და შემოგვიერთდით, ჩვენ ბევრნი ვართ, ჩვენი წინაპრების მონაპოვარს არ დავთმობთ. ხელისუფლებამ არჩევნები თავზე გადაგვახია, ახლა გამოგვიცხადა, რომ ევროპისკენ არ მიდიან. ჩაკეტეს ყველა გზა ამ რუსებმა”, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ბათუმში აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად, ჭავჭავაძის, ბარათაშვილისა და წერეთლის ქუჩები გადაკეტეს.

მათი თქმით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადება ქართველი ხალხის დაცინვა და შეურაცხყოფაა. აქციის მონაწილეები ჭავჭავაძის ქუჩის მიმართულებით მსვლელობას გეგმავენ.

“გამოდით, ჩვენ აქ ვართ, საქართველოს გაუნათლებელი პრეზიდენტი არ სჭირდება, საქართველოს რუსული მთავრობა არ სჭირდება. 12 წელია ბიძინა ივანიშვილი ანგრევს ქვეყანას, საქართველო მიჰყავს რუსეთისკენ", - აცხადებენ ისინი.

აქციები თბილისში და რამდენიმე ქალაქში მას შემდეგ დაიგეგმა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის