მსვლელობის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტს შეუერთდნენ

„ქართული ოცნების“ ოფისთან შეკრებილი აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას მსვლელობით შეუერთდნენ.

დემონსტრანტები მათ მისვლას ტაშითა და შეძახილებით შეხვდნენ. პარალელურად, აქციის მონაწილეების ნაწილი პარლამენტის გარშემო არსებულ რკინის ჯებირებზე აბრახუნებენ და საკუთარ პროტესტს ასე გამოხატავენ.

აქციები თბილისში და რამდენიმე ქალაქში მას შემდეგ დაიგეგმა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს