ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციონერ ლიდერებს შორის შეხვედრა დასრულდა

ორბელიანების სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციურ ლიდერებს შორის შეხვედრა დასრულდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ლიდერებმა განაცხადეს, მათი მთავარი მოთხოვნაა, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. ოთხივე პარტიის წარმომადგენელს პრეზიდენტის მიერ გაჟღერებული საკითხების ირგვლივ სრული ერთიანობა აქვს.

როგორც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ყველა პარტია ერთიანად იქნება პროცესებში ჩართული.

პარტიის ლიდერები პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსთაველის გამზირზე პროტესტის მონაწილეებს შეუერთდებიან.

აღსანიშნავია, რომ მანამდე პრეზიდენტი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.

დიპლომატებთან და ოპოზიციურ პარტიებთან საგანგებო შეხვედრა ჩაინიშნა მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ - მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხზე განცხადება გააკეთა.

კერძოდ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში