პარლამენტის მიმდებარედ,  ჭიჭინაძის ქუჩაზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაა

პარლამენტის გვერდით შესასვლელთან, კერძოდ კი, ჭიჭნაძის ქუჩაზე დაპირისპირებაა.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ „რუსებო“. პარალელურად, დემონსტრანტები პარლამენტის შენობის წინ აღმართულ რკინის ჯებირებზე პროტესტის ნიშნად აბრახუნებენ.

ამასთან, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობას საღებავი შეასხეს.

სამართალდამცავები მობილიზებული არიან, როგორც ჭიჭინაძის, ასევე ჩიტაძის ქუჩაზე.

აქციები თბილისში და რამდენიმე ქალაქში მას შემდეგ დაიგეგმა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის