გიორგი გახარია - ჩვენ მართლა ბევრად უკეთეს ფორმაში ვართ ვიდრე მოლდოვა, ჩვენსა და ევროპულ კავშირს შორის დღეს არის  ჩვენი მოღალატე მთავრობა - იმის მაგივრად, რომ ორი აგური ეჭიროთ ხელში, დადიან და ქეიფობენ

ჩვენ მართლა ბევრად უკეთეს ფორმაში ვართ ვიდრე მოლდოვა, ჩვენსა და ევროპულ კავშირს შორის დღეს არის ჩვენი მოღალატე მთავრობა - იმის მაგივრად, რომ ორი აგური ეჭიროთ ხელში, დადიან და ქეიფობენ, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ვისაც სჯერა, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპაში, უნდა იყოს დღეს აქციაზე.

„ყველა ნამდვილი, ჭეშმარიტი ქართველი, ვისაც სჯერა, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპაში, უნდა იყოს აქ. არ აქვს მნიშვნელობა ვინ, რომელი პარტიის წევრია. დღეს აქ პარტიულობა არ არსებობს. „ოცნების“ ბევრი წარმომადგენელიც უნდა იყოს აქ. ის ხალხი, ვისთან ერთადაც მივაღწიეთ იმას, რომ ქვეყანა უფრო და უფრო ახლოს მიდიოდა ევროპისკენ. ის ხალხიც უნდა იყოს აქ. დარწმუნებული ვარ, ის ხალხიც გამოვა. იმიტომ, რომ ამ ხალხს ძალიან კარგად ესმის რას ნიშნავს დღეს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე უარი. იმ ევროპის, რომელმაც კარი გაგვიღო. ჩვენ არაფერი გვჭირდება, ჩვენ მართლა ბევრად უკეთეს ფორმაში ვართ ვიდრე მოლდოვა, უბრალოდ ჩვენ უვარგისი, მოღალატე პოლიტიკური ხელმძღვანელობა გვყავს. არაფერი დღეს ჩვენ არ გვიშლის ხელს. ჩვენსა და ევროპულ კავშირს შორის დღეს არის ჩვენი მოღალატე მთავრობა, მეტი არავინ. თორემ დღეს საქართველო, გარწმუნებთ, მოლდოვაზე ბევრად უკეთეს ფორმაშია. ჩვენ ეს შეგვიძლია გავაკეთოთ და გავაკეთოთ ძალიან სწრაფად. ვიღაც იდიოტი გამოდის და გვეუბნება, რომ ოთხი წლის შემდეგ დავიწყებ ამასო. ეს გაბრაზებული ხალხი ბევრ რამეს იმახსოვრებს. ქართველებს ბევრის პატიება შეგვიძლია, მაგრამ ყველაფერი კარგად გვახსოვს.

სითამამე და ვაჟკაცობა რომ არ ჰყოფნით, მერე მიდიან და თვრებიან. ამ ხალხის ხელშია დღეს ქვეყნის ბედი. იმის მაგივრად, რომ ორი აგური ეჭიროთ ხელში, დადიან და ქეიფობენ, სისულელეებს აკეთებენ. არავინ არსად შევარდნას არ აპირებს. აქ არის მშვიდობიანი აქცია. აქ არიან ადამიანები, რომლებიც გამოხატავენ საკუთარ ნებას, მოღალატეობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით