„საერთაშორისო გამჭვირვალობა -  საქართველო“ - მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე მოქალაქეთა აქციები ატარებენ მშვიდობიან სახეს, სამართალდამცავებმა მაინც გამოიყენეს ძალა და სპეციალური საშუალებები

მოვუწოდებთ სამართალდამცავებს, არ დაემორჩილონ უკანონო ბრძანებებს და არ გამოიყენონ ძალადობრივი მეთოდები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, - ამის შესახებ განცხადებას “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ავრცელებს.

ორგანიზაცია გავრცელებულ მიმართვაში იმ ინციდენტებზე წერს, რომელიც საპროტესტო აქციის დროს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დაფიქსირდა.

“2024 წლის 28 ნოემბერს “ქართულმა ოცნებამ” გააკეთა განაცხადი ევროკავშირში მოლაპარაკებების შეჩერებასთან დაკავშირებით, რასაც მოჰყვა მოქალაქეების ლეგიტიმური პროტესტი

საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საგარეო კურსის ცვლილების ოფიციალური დეკლარირების გამო და აქციები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, გორი, ბათუმი).

მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე მოქალაქეთა აქციები ატარებენ მშვიდობიან სახეს, სამართალდამცავებმა მაინც გამოიყენეს ძალა და სპეციალური საშუალებები.

ქუთაისში დაფიქსირდა სამართალდამცავების მიერ მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენების შემთხვევები. ვრცელდება ვიდეოები, რომლებშიც ჩანს თუ როგორ ათრევენ და ხდიან ტანსაცმელს პოლიციელები ძირს დაგდებულ აქტივისტს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სავარაუდოდ ისეთი სპეციალური საშუალებები გამოიყენეს, როგორიცაა ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი [00:07; 00:12] თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარედ, ჭიჭინაძეზე მყოფ მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ. აღნიშნული ტერიტორია დაკავებული აქვთ სამართალდამცავებს.

ასევე, თბილისში ამავე ტერიტორიაზე გამოიყენეს ფიზიკური ძალა [23:05; 23:14; 00:12]. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით სავარაუდოდ დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.

მოქალაქეთა პროტესტი ლეგიტიმურია!”, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, თბილისში და საქართველოს რამდენიმე ქალაქში აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხზე განცხადება გააკეთა. კერძოდ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა