ნინო წილოსანი საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე - ამაზრზენია საკუთარი ქვეყნის ინტერესების სანაცვლოდ, ვითომ ევროკავშირს შეფიცული დიპლომატები - ამ ფარსის შემდეგ, უფრო დამაჯერებლები იქნებით, თუ დატოვებთ თანამდებობებს

საგარეო საქმეთა სამინისტროში რომ მუშაობ, სიტყვა „საგარეო“ კი არ უნდა იყოს შენთვის მთავარი, არამედ საკუთარი! საკუთარი ქვეყანა უნდა იყოს მთავარი! - ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას.

მისი თქმით, საკუთარი ქვეყნის ინტერესების სანაცვლოდ ვითომ ევროკავშირს შეფიცული დიპლომატები უფრო დამაჯერებლები იქნებიან, თუ თანამდებობებს დატოვებენ და საკუთარ ღირებულებებზე დაფიქრდებიან.

„საგარეო საქმეთა სამინისტროში რომ მუშაობ, სიტყვა „საგარეო“ კი არ უნდა იყოს შენთვის მთავარი, არამედ საკუთარი! საკუთარი ქვეყანა უნდა იყოს მთავარი!

ერთი, მელიას გამო გახარიას გადადგომა იყო სრულიად ამაზრზენი და მეორე, საკუთარი ქვეყნის ინტერესების სანაცვლოდ, ვითომ ევროკავშირს შეფიცული დიპლომატები...

ამ ფარსის შემდეგ, უფრო დამაჯერებლები იქნებით, თუ დატოვებთ თანამდებობებს და თქვენს მთავარ ღირებულებებზე დაფიქრდებით“, - წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო