ხათუნა ბურკაძე - ევროინტეგრაციის შეჩერება ანტიკონსტიტუციურია და ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება

2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან გაწევრების თაობაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხის პოლიტიკური დღის წესრიგიდან ამოღება ანტიკონსტიტუციურია და ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, ხათუნა ბურკაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი ხელყოფილია, რადგან ის სახელმწიფო ორგანოებს ავალებს, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, მიიღონ ყველა ზომა საქართველოს ევროკავშირში სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

„ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება ცვლის საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ საგარეო პოლიტიკურ კურსს და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოა. ის გვართმევს წლების განმავლობაში ბრძოლის შედეგად მოპოვებულ შესაძლებლობას, რომელიც გულისხმობს ჩვენი ისტორიული და სტრატეგიული მიზნის მიღწევას - გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების წყარო ხალხია, მათი სურვილი უპირველესია. ამავდროულად, ევროპა ჩვენი ცივილიზაციური არჩევანია, რომელიც ჩვენი დიდი წინაპრებისათვისაც იყო გზა ქვეყნის განვითარების, წინსვლის, პროგრესის.

ქვეყანაში არსებული ვითარება საფრთხეს უქმნის ჩვენს სახელმწიფოებრიობას, მის ყველა მდგენელს პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და, რასაკვირველია, უსაფრთხოების ფაქტორების გათვალისწინებით. დაუშვებელია მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ ძალისმიერი, არაპროპორციული მეთოდების გამოყენება. ეს არსებითად აზიანებს და ხელყოფს წლების განმავლობაში ნაშენებ უსაფრთხოების სისტემას. ჩვენი ვალია, მშვიდობიანი გზით, უზრუნველვყოთ ჩვენი ეროვნული ამოცანების განხორციელება, რაც გულისხმობს საქართველოს მოქალაქეებისათვის შესაძლებლობების შექმნას და არა მათ შეზღუდვას, წართმევას“, - განაცხადა ხათუნა ბურკაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის