დმიტრო კულება ქართველებს - ამაყი ერი ხართ, იბრძოლეთ და გაიმარჯვეთ - არ მისცეთ უფლება მომავალი მოგპარონ

საქართველოს მთავრობამ თავისი რუსეთის მიმართ მცოცავი დათმობები იმ დაპირებით დაფარა, რომ თავიდან აიცილებდა ეგრეთ წოდებულ „უკრაინულ სცენარს“, რაშიც გულისხმობდა რუსეთის შეჭრას უკრაინაში. საუბედუროდ, რისი მოწმეებიც დღეს საქართველოში ვართ, არის ზუსტად უკრაინული სცენარი - მაგრამ სხვა სახის, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, დმიტრო კულება სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„საქართველო 2024 წლის ნოემბერში ასახავს უკრაინას 2013 წლის ნოემბერში. ივანიშვილი, ისევე როგორც მაშინდელი იანუკოვიჩი, იგივე გეგმას მიჰყვება. ზუსტად 11 წლის წინ, უკრაინის ღირსების რევოლუცია დაიწყო 2013 წლის ნოემბერში, როდესაც იანუკოვიჩმა გამოაცხადა, რომ არ მოაწერდა ხელს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, რამაც გამოიწვია საპროტესტო აქციები მთელ ქვეყანაში. მაშინ უკრაინელები ფეხზე დადგნენ, უარი თქვეს იმაზე, რომ მათთვის თავისუფლება წაერთმიათ და მათმა ბრძოლამ შეცვალა ისტორიის მიმდინარეობა“, - აცხადებს კულება.

მისი თქმით, სქემა ნათელია: ჯერ თავისუფლებას წაგართმევენ, მერე დაგიწყებენ ცემას, შემდეგ კეთილდღეობა ქრება და რუსეთი გშთანთქავს.

„თბილისის ქუჩებში მყოფებს: თქვენი დღევანდელი ბრძოლა იმაზე მეტია, ვიდრე ის, რომ იყო პროევროპელი ან პრორუსი. საუბარია თავისუფლად ცხოვრების ფუნდამენტურ უფლებაზე. ამაყი ერი ხართ. იბრძოლეთ და გაიმარჯვეთ - არ მისცეთ უფლება მომავალი მოგპარონ“, - წერს კულება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს