საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, ისინი ძალადობას გმობენ და ემიჯმებიან ნებისმიერ გადაწყვეტილებას და ნაბიჯს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან წინააღმდეგობაში მოდის.

განცხადებას რამდენიმე მოსამართლე აწერს ხელს.

„ჩვენ, საქართველოს მოსამართლეებს, მიგვაჩნია, რომ ჩვენი კონსტიტუციური მოვალეობაა, დღეს, საკუთარი პოზიციის ხმამაღლა და არაორაზროვნად დაფიქსირება კანონის უზენაესობის ჭრილში, ადამიანის უფლებების დასაცავად და ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად.

პროფესიული ეთიკის ფარგლებში, ვიცავთ პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებით, ამავდროულად, ვგმობთ ძალადობას, ვემიჯნებით ნებისმიერ გადაწყვეტილებას და ნაბიჯს, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან.

ერთგულნი ვრჩებით ღვთისა და ერის წინაშე დადებული მოსამართლის ფიცის და მიგვაჩნია, რომ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს.

საქართველოს ადგილი იქ არის, სადაც ადამიანის ღირსება, თავისუფლება და მშვიდობა ყველაზე მთავარი ღირებულებებია!

მაშასადამე, საქართველოს ადგილი ევროპაშია!

განცხადება ღიაა ხელმოსაწერად ნებისმიერი მოსამართლისათვის",- ნათქვამია მოსამართლეთა ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: ლევან დარბაიძე, მადონა მაისურაძე, ეკა არეშიძე, მანანა მესხიშვილი, ციცინო კიკვაძე, თამარ ჩიხლაძე, დევი დევიძე, თამარ ხაჟომია, დავით წერეთელი, ქეთევან მესხიშვილი, ვლადიმერ ხუჭუა, ეკატერინე გასიტაშვილი, ნინო გერგაული, ლაშა დადეშქელიანი, თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი, მამუკა წიკლაური, ლელა ნოზაძე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!