ადვოკატები რუსთაველის გამზირზე დაკავებული ორი პირის კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატი, ქეთი წიწუაშვილი რუსთაველის გამზირზე დაკავებული ერთ-ერთი პირის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს.

როგორც ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოსვლისა და დაკავებულის მონახულების შემდეგ ადვოკატმა აღნიშნა, მას დაზიანებები ვიზუალურად აღენიშნება. უფლებადამცველის თქმით, დაკავებულმა მას უთხრა, რომ დაზიანებები სპეცრაზმის თანამშრომლებმა მიაყენეს. მას თვალზე სისხლჩაქცევები აქვს და ცხვირი გატეხილი აქვს. ადვოკატი მიიჩნევს, რომ დაკავებულს სამედიცინო დიაგნოსტირება ესაჭიროება.

კიდევ ერთი დაკავებულის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი, ლაშა ცუცქირიძე. როგორც ცუცქირიძე აღნიშნავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს 7-მდე სპეცრაზმელი გაუსწორდა ფიზიკურად და საკმაოდ სერიოზული დაზიანებები აქვს, კერძოდ კი, თავის არეში 5-6 სმ-ის ნახეთქი ჭრილობა. ადვოკატის თქმით, დაკავებულს კლინიკაში დიაგნოსტირებას საჭიროებს.

ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში ამ წუთებში დაკავებულებთან სახალხო დამცველისა აპარატის და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან.

ცნობისთვის, 28 ნოემბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 43 პირი სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173-ე მუხლებით დააკავეს.

ამასთან, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 -ე პრიმა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებითაც მიმდინარეობს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ასევე გამოძიება დაწყებულია სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება