შს მინისტრის მოადგილე - ჩვენ გამოვიყენეთ ყველა ის საშუალება, რაც შეიძლება გამოყენებული იყოს ძალადობრივი ქმედებების დროს

მოთხოვნა, რომ ოპერაციისა თუ სხვადასხვა მოქმედების დროს, პოლიციას ჰქონდეს მაიდენტიფიცირებელი მონაცემი, მსგავსი ჩანაწერი არ არსებობს, შესაბამისად, [აქციაზე] პოლიციელებს არ ჰქონიათ მსგავსი [ნიშნები],- ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

დარახველიძემ, ასევე, ისაუბრა საკანონმდებლო ორგანოსთან გუშინ გამართულ აქციაზე სამართალდამცავების მხრიდან გამოყენებულ სპეციალურ საშუალებებზეც. როგორც მან აღნიშნა, მათ გამოიყენეს კანონით გათვალისწინებული ყველა ის საშუალება „იმ პროპორციით, რაც შეიძლება გამოყენებული იყოს მსგავსი ძალადობრივი ქმედებების დროს“.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო იყენებს ყველა იმ სპეციალურ საშუალებას, რაც დადგენილია, პირველ რიგში, „პოლიციის შესახებ კანონით“. საკმაოდ ფართო ჩამონათვალია ამ საშუალებების. გარდა ამისა, თითოეული ის საშუალება, რისი შესყიდვაც ხდება ჩვენი მხრიდან, შეესაბამება იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რაც დაშვებულია მსგავსი ტიპის ღონისძიების დროს პოლიციის მხრიდან მოქმედების შემთხვევაში. ამას იყენებენ ნებისმიერი ევროპული სახელმწიფოს საპოლიციო დანაყოფები. როდესაც აქცია არის ძალადობრივი, ამ შემთხვევაში, მის წინააღმდეგ ხდება სპეციალური საშუალებების გამოყენება. შესაბამისად, ჩვენ გამოვიყენეთ ყველას ის საშუალება, რაც კანონით იყო განსაზღვრული და ზუსტად იმ პროპორციით და მოცემულით, რაც შეიძლება გამოყენებული იყოს მსგავსი ძალადობრივი ქმედებების დროს.

რაც შეეხება მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს, მინდა გითხრათ, რომ საკანონმდებლო დონეზე მსგავსი ნომრების არსებობის შესახებ არანაირი ჩანაწერი არ არსებობს. შესაბამისად, [აქციაზე] პოლიციელებს არ ჰქონიათ მსგავსი [ნიშნები]. იმის მოთხოვნა, რომ ოპერაციისა თუ სხვადასხვა მოქმედების დროს, პოლიციას ჰქონდეს მაიდენტიფიცირებელი მონაცემი, მსგავსი ჩანაწერი არ არსებობს. ჩვენი ინტერესია, რომ დანაშაულის ჩამდენი ყველა პირი დაისაჯოს“,- განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის