ჟურნალისტებმა რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე კოლეგების მიმართ სოლიდარობის მსვლელობა გამართეს

პარლამენტთან მიმდინარე აქციას მსვლელობით შეუერთდნენ სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები.

ჟურნალისტებმა რესპუბლიკის მოედანთან აქცია გამართეს, სადაც 28 ნოემბრის მიტინგზე დაშავებულ კოლეგებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

მსვლელობისას მედიის წარმომადგენლებმა მიმართეს საპატრულო პოლიციას, რომ “ქართული ოცნება, მათ იყენებს”. ამასთან, ჟურნალისტებმა კითხვით მიმართეს პოლიციას, თუ რატომ არ დაიცვეს 28 ნოემბრის აქციაზე ჟურნალისტების უსაფრთხოება.

პოლიციის მხრიდან 28 ნოემბრის აქციაზე ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე ისაუბრეს მედიის წარმომადგენლებმა.

“მთავრობა თვითონაც ვერ უარყოფს, იმდენად ცხადია ყველა კადრი, მიზანმიმართულად, პროფესიული ნიშნით ხდებოდა ჟურნალისტებზე გადავლა და ოპერატორების დაზიანება, მათი აპარატურის დაზიანება. ამას აკეთებდნენ შენიღბული სამართალდამცველები, რომლებსაც არ ჰქონდათ მანიშნებლები, თუ ვის წარმოადგენდნენ.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კისერზე არის საქმეები, რომელთაგან ვერცერთი ვერ გახსნა, ერთი ეჭვმიტანილიც არ ჰყავს მსგავსი შემთხვევის”, - განაცხადა ჟურნალისტმა ნათია კუპრაშვილმა.

“საკონსტიტუციო გადატრიალების შედეგად, ე.წ. ხელისუფლებამ, “ქართული ოცნების” ხუნტამ გუშინ, იმისთვის, რომ რეჟიმი განამტკიცოს თავისი აზრით, საჩვენებელი დასჯა მოაწყო და სახელობითად დასაჯა ყველა ჟურნალისტი, ვინც წლებია მათ რუსულ საქმეს ამხელს. სახელობითად დასაჯა იმიტომ, რომ ყველა ჟურნალისტი, რომელიც დაშავებულია, გურამ როგავა და სხვა ჩვენი კოლეგები, მიზანმიმართულად იყვნენ დასჯილები. ეს იყო იმის ჩვენება, რომ ჩვენ ვართ ძალა, ჩვენ უკან არაფერზე დავიხევთ” - განაცხადა ჟურნალისტმა მათე კირვალიძემ.

“თუ ადრე ეჭვები იყო, რას აკეთებს და რატომ იქცევა ხელისუფლება ასე, გუშინ, პოლიტიკური განცხადებებიდან დაწყებული, საჩვენებელი დასჯით დასრულებული, ყველაფერი უკვე სახეზე იყო. ამას სუფთად, რუსული მეთოდებით, ავტორიტარული სახელმწიფოს მეთოდებით აკეთებს ხელისუფლება. მათ შორის ჟურნალისტების მიმართ იმიტომ იყო ასეთი განსაკუთრებული აგრესია, რომ ჟურნალისტები, ოპერატორები არიან ის ადამიანები, ვინც ამხელს ამ ხელისუფლების რუსულ რეჟიმს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამის მიუხედავად ამ ყველაფრის არ შეგვეშინდება”, - განაცხადა ჟურნალისტმა თამარ ბაღაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის