ბათუმში აქციის მონაწილეები მსვლელობით მთავრობის სახლთან მივიდნენ  შეძახილებით: „საქართველო“ - ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები

“საქართველო” - ამ შეძახილებით ბათუმში აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეები მსვლელობით მივიდნენ. მათი

განცხადებით, ხელისუფლებამ მთავრობის შენობასთან დამატებითი საპოლიციო ძალების მობილიზება მოახდინა, მშვიდობიანი მომიტინგეების დასაშინებლად.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ „რუსი მილიციელების” არ ეშინიათ.

აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეები საქართველოს ჰიმნს ასრულებენ, პერიოდულად ისმის შეძახილები “საქართველოს გზა ევროპაშია”.

აღსანიშნავია, რომ მანამდე აქციის მონაწილეებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს შენობასთან გამართეს აქცია. ასევე, ევროკავშირის დროშა გადმოფინეს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაზე.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა