მამუკა ხაზარაძე - სამარცხვინო ღალატით ქვეყნის კონსტიტუციური გადატრიალება მოხდა, პროტესტი არ გაჩერდება, ვიდრე ქვეყანას არ გავათავისუფლებთ - სასწრაფოდ უნდა მოხდეს პოლიტიკური პარტიების კონსოლიდაცია

ეს არის სპეციალურად დაგეგმილი ოპერაცია, სადაც მთავარი სამიზნე ჟურნალისტები და აქტივისტები არიან, რათა ჩააგდონ მუხტი, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საჭიროა ოპოზიციური პარტიების გაერთიანება. როგორც ხაზარაძემ განმარტა, თითქმის ყველა ოპოზიციურ ძალასთან არსებობს გარკვეული შეთანხმებები, თუმცა, რაღაც ხელისშემშლელი ფაქტორებიც არსებობს.

“ეს პროტესტი გაგრძელდება. ეს არის სპეციალურად დაგეგმილი ოპერაცია, სადაც მთავარი სამიზნე ჟურნალისტები და აქტივისტები არიან, რათა ჩააგდონ მუხტი, მაგრამ ეს არ მოხდება იმიტომ, რომ აქ თითოეული ადამიანი, ვინც დღეს გამოსულია პროტესტზე, არის სამშობლოსათვის თავდადებული ადამიანი.

დღეს ჩვენ არ ვიხილავთ რაღაც მარტივ საკითხს - ეს არის საკითხი ჩვენი, სრულიად საქართველოს ხვალინდელი დღის, ამიტომ, მე მინდა, ყველას ვუთხრა, მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი ჟურნალისტები და მაქსიმალურად დავუდგეთ მათ გვერდში. ჩვენ ვნახეთ სასტიკი მოპყრობა და ყველა შემთხვევაში, ჩვენ უნდა დავიცვათ ის ეთერი, რომელსაც თქვენ იცავთ.

თქვენ ხედავთ, რომ პროტესტი იზრდება. ეს პროტესტი არ დამთავრდება იმიტომ, რომ გუშინ ამ სამარცხვინო ღალატით ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური გადატრიალება მოხდა, რომელსაც სულ რაღაც 15 წუთში მიესალმა რუსეთის პრეზიდენტი პუტინი.

ჩვენ გვყავს რუსული ხელისუფლება, მოღალატე ხელისუფლება, ამიტომ ეს პროტესტი არ გაჩერდება მანამ, სანამ ჩვენს ქვეყანას არ გავათავისუფლებთ.

სასწრაფოდ უნდა მოხდეს პოლიტიკური პარტიების კონსოლიდაცია. ჩვენ, იცით, რომ ღია ვართ და ვესაუბრებით ყველა ოპოზიციურ პარტიას და დრო არის, ყველამ მიიღოს გადაწყვეტილება და გავერთიანდეთ, რათა ამ ადამიანებმა დაინახონ, რომ ერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ დროს ყოველგვარი შეხედულების და მიუხედავად წარსულში, არ ვაკონკრეტებ დეტალებს. ჩვენ ვმუშაობთ თითქმის ყველა პოლიტიკურ ძალასთან, ძირითადი შეთანხმებები არის, მაგრამ რაღაცები ხელს უშლის, ეს უნდა გადალახოს ყველამ იმიტომ, რომ ადამიანებს სჭირდებათ იმ ლეგიტიმური ოპოზიციური, გამარჯვებული ოპოზიციის ლიდერშიპი, პოლიტიკური პარტიები, რომლებიც გააგრძელებენ იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ქართველმა ხალხმა დიდი ხნის წინ მიიღო - ეს არის ევროპული გზა”, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა