სალომე ზურაბიშვილი - მოძრაობაა დაწყებული საჯარო სექტორში, რომელიც ნელ-ნელა მთლიანად საქართველოს მოიცავს - ეს იმას ნიშნავს, რომ პროტესტი გაჩნდა და აღარ გაჩერდება

მოძრაობაა დაწყებული საჯარო სექტორში, რომელიც ნელ-ნელა მთლიანად საქართველოს მოიცავს. ეს იმას ნიშნავს, რომ იქ, სადაც ყველაზე მეტად ემსახურებიან სახელმწიფოს, საქართველოს მომავალსა და ინტერესებს, პროტესტი გაჩნდა და აღარ გაჩერდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა.

მისივე თქმით, საჯარო სექტორში დასაქმებულმა ადამიანებმა თანამდებობები არ უნდა დატოვონ, თუმცა ეს პროტესტი უნდა გააგრძელონ.

„მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც სოლიდარობას აცხადებენ. ჩვენი დიასპორის წევრებს ბერლინში, პარიზში, ვაშინგტონში, პოზნანში, ბრიუსელსა და სტრასბურგში. ეს არის ძალიან დიდი მოძრაობა, რომელიც მოითხოვს, რომ ჩვენი საგარეო უწყება, ჩვენი დიპლომატიური კორპუსი გახდეს ამ პროცესის სრული თანამონაწილე და ხდება ნელ-ნელა, ამ პროტესტსაც თავისი შედეგი აქვს. დღეს ვნახეთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს 157 თანამშრომელი გაემიჯნა ჩვენს ამ ახალ პრორუსულ პოლიტიკასა და საკუთარი პროტესტი ხელმოწერით გამოხატა. ასევე, გადადგა ჩვენი ელჩი ბულგარეთში და სხვებმა, 5 სხვა ქალაქში გამოხატეს პროტესტი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მითუმეტეს ევროკავშირის დედაქალაქებში, სადაც ისინი უნდა წარმოადგენდნენ საქართველოს ევროპულ მომავალს და არა დროებით თუ დიდი ხნით შეჩერებულ ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესს.

თავდაცვის სამინისტროში 40-ზე მეტი თანამშრომელი ასევე შეუერთდა პროტესტს და განაცხადი გააკეთა ამ კუთხით, ესეც ბევრს ნიშნავს. ვიცი და როგორც უმაღლესი მთავარსარდალი ვუყურებ იმ მდგომარეობას, რომელშიც ჩვენი ჯარი იმყოფება, როცა მას ეუბნებიან, რომ ჩვენი პარტნიორები არ არიან სანდო პარტნიორები. შეურაცხყოფას აყენებენ ჩვენს პარტნიორებს, ეს მათთვის კიდევ უფრო მეტად არის მიუღებელი. რაც შეეხება განათლების სფეროს, იქ 450-ზე მეტი თანამშრომელი უკვე ამ პროტესტს შეუერთდა. 17 მოსამართლე და ორი რაიონული სასამართლოს მოსამართლე, ისინიც გაემიჯნნენ პრორუსულ პოლიტიკას; იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოდან 100-ზე მეტი თანამშრომელი; საკონსტიტუციო სასამართლოს 16 თანამშრომელი; აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის 42 თანამშრომელი; თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სენატის 9 წევრი. ეს არის ძალიან [დიდი] მოძრაობა, რომელიც დაწყებულია საჯარო სექტორში და რომელიც ნელ-ნელა მოიცავს მთლიანად საქართველოს. ეს იმას ნიშნავს, რომ იქ, სადაც ყველაზე მეტად ემსახურებიან სახელმწიფოს და საქართველოს მომავალს და ინტერესებს, იქ ეს პროტესტი გაჩნდა და აღარ გაჩერდება. აქ ლაპარაკი არ არის იმაზე, რომ ადამიანები, რომლებიც იქ მუშაობენ უნდა გადადგნენ მაინც და მაინც. არა, ეს ადამიანები უნდა დარჩნენ თავიან ადგილას იმიტომ, რომ ხვალაც ემსახურონ ქვეყანასა და სახელმწიფოს, მაგრამ უნდა გამოთქვან საკუთარი პროტესტი“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა