სალომე ზურაბიშვილი  -  დღეს შემიძლია ვთქვა, რომ წინააღმდეგობის მოძრაობა დაწყებულია

მე შემიძლია დღეს ვთქვა, რომ წინააღმდეგობის მოძრაობა დაწყებულია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მთლიანად სოლიდარულია „მშვიდობიანი, კონსტიტუციური წინააღმდეგობის მოძრაობის“ მიმართ და მათ გვერდით იქნება, სანამ არ იქნება მიღწეული მთავარი მიზანი: საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ გზას.

„მინდა ვთქვა, რომ ეს არის ძალიან დიდი აქცია, ძალიან დიდი პროტესტი, რომელიც მოიცავს მთელ ქვეყანას. ჩვენ ყველანი ვართ ერთგული ამ პროტესტში, ჩვენ ყველანი ვართ ერთად ამ პროტესტში. მე შემიძლია დღეს ვთქვა, რომ წინააღმდეგობის მოძრაობა დაწყებულია, დაწყებულია თქვენს მიერ, არავის მითითებით, მოთხოვნით, სპონტანურად, მშვიდობიანი და კონსტიტუციური წინააღმდეგობის მოძრაობა, რომლისაც მეც მთლიანად ვარ სოლიდარული, თქვენს გვერდით ვარ და ჩვენ ვართ ყველანი ერთად, სანამ საქართველო არ მიღწევს თავის მიზანს, დაუბრუნდეს თავის ევროპულ გზას, მიაღწიოს ახალ არჩევნებს და მიაღწიოს იმას, რომ თავისი მომავალი იყოს ერთხელ და სამუდამოდ დაცული“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა