ლევან იოსელიანი - დაუშვებელია ჟურნალისტის მიმართ, რომელიც მიმდინარე მოვლენებს აშუქებს, გამოყენებულ იქნას რაიმე ტიპის ძალა, ეს არის დანაშაული - პირდაპირ ეთერში აკავებენ მოქალაქეებს, ჩემი წარმომადგენლები წასულები არიან იზოლატორებში

გურამ როგავა და მარიამ გაფრინდაშვილი აღმოჩნდნენ სპეციალური რაზმის წარმომადგენლების თავდასხმის შედეგად დაზარალებულები, რაც ძალიან შემაშფოთებელია - ჟურნალისტებს არ უნდა შეეშალოთ ხელი, დაუშვებელია, რომ მათი პროფესიული საქმიანობა იყოს რისკის ქვეშ დაყენებული, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მან ისაუბრა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროცესებთან და მიტინგის დაშლის ღონიძიებებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ დაუშვებელია რაიმე ტიპის ძალის გამოყენება ჟურნალისტის მიმართ, რომელიც მიმდინარე მოვლენებს აშუქებს.

„ნამდვილად აღმაშფოთებელი იყო, რაც წუხელ ვიხილეთ, როდესაც მოქალაქეებს, ჟურნალისტებს მიზანმიმართულად თავს ესხმოდნენ სპეციალური რაზმის წარმომადგენლები. გურამ როგავა და სხვები აღმოჩნდნენ ასეთი თავდასხმის შედეგად დაზარალებულები. მათ მინდა გამოჯანმრთელება ვუსურვო.

ასევე დღეს, მარიამ გაფრინდაშვილის შემთხვევა ვნახეთ ყველამ ერთად, რაც ძალიან შემაშფოთებელია. მინდა ვთქვა, რომ ჟურნალისტებს არ უნდა შეეშალოთ ხელი, დაუშვებელია, რომ მათი პროფესიული საქმიანობა იყოს რისკის ქვეშ დაყენებული და გაშუქების პირობებში ასეთ შემთხვევებს ჰქონდეს ადგილი.

დაუშვებელია ჟურნალისტის მიმართ, რომელიც აშუქებს მიმდინარე მოვლენებს, გამოყენებული იქნას რაიმე ტიპის ძალა. ეს ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაულია და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ასეთ შემთხვევაზე მივმართეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და ვთხოვთ, რომ დროულად და ეფექტურად იქნას გამოძიებული ეს ყველაფერი“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ლევან იოსელიანი მოუწოდებს შსს-ს მაქსიმალურად დაიცვას პროტესტის მონაწილეების გამოხატვის თავისუფლება.

„მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მაქსიმალურად დაიცვას პროტესტის მონაწილეების გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ამავე, დროს მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ პროტესტის მონაწილეებსაც მოვუწოდებ, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებას და მათაც დაიცვან ეს ზღვარი, სხვა შემთხვევაში ვხედავთ როგორ სავალალო შედეგამდე მისი ეს ყველაფერი“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

როგორც სახალხო დამცველმა განაცხადა, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ამ მომენტისთვის წასულები არიან იზოლატორებში, სადაც დაკავებულების მდგომარეობას გაეცნობიან.

„ამ მომენტშიც, ჩემი წარმომადგენლები წასულები არიან იზოლატორებში. (ვხედავთ, რომ პირდაპირ ეთერში აკავებენ მოქალაქეებს), რათა გავატაროთ შესაბამისი დაცვის ღონისძიებები, მათი მდგომარეობა ვნახოთ, შევადგინოთ ოქმები, ასევე მივაწოდოთ ინფორმაცია საზოგადოებას, სადღაც დილისკენ ჩვენ ეს ინფორმაცია გვექნება“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყველას, ვისაც გვიყვარს ეს ქვეყანა და ვერასდროს შევეგუებით ძალადობას, ცხელი გულით და ცივი გონებით მოქმედება გვმართებს!
PSP ჯგუფი განცხადებას ავრცელებს