გიგი წერეთელი - ჩვენი ქვეყანა ევროპულ მომავალს არ დაკარგავს და რუსეთის ნაწილი არასდროს გახდება - საზოგადოების პასუხი მკაფიოა

ჩვენი ქვეყანა ევროპულ მომავალს არ დაკარგავს და რუსეთის ნაწილი არასდროს გახდება. საზოგადოების პასუხი მკაფიოა,- ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა, არჩევნების მიტაცება, დასავლეთთან დაპირისპირება, ეკონომიური და პოლიტიკური კრიზისი, მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია, რასაც მისი თქმითვე, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებაც ადასტურებს.

„ხელისუფლებამ კითხვები აღარ დატოვა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალთან დაკავშირებით. ოთხი წლით ამ პროცესის შეჩერება, რეალურად არსებული პერსპექტივის დასრულებას ნიშნავს, „ოცნების” მმართველობის პირობებში. იზოლაციის ხარისხი უკვე ძალიან მაღალია და ეს მხოლოდ რუსეთის ინტერესშია, მხოლოდ რუსეთის ინტერესშია საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა, არჩევნების მიტაცება, დასავლეთთან დაპირისპირება, ეკონომიური და პოლიტიკური კრიზისი. კრემლში კმაყოფილებას ვერ მალავენ და პუტინის განცხადებაც ამას ადასტურებს.

ამავდროულად ჩვენი საზოგადოება, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, კარგად აცნობიერებს ამ არაკონსტიტუციური და უკიდურესად საზიანო გადაწყვეტილებების შესაძლო შედეგებს და ამიტომაც ვხედავთ მძაფრ პროტესტს თბილისში და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონშიც.

ვხედავთ ხელისუფლების რეაქციას და სასტიკ მოპყრობას მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, მაგრამ თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების დაშინება და გაჩუმება ასე არ მოხდება. საქართველოს ადგილი ევროპაშია, ცივილიზებული ქვეყნების რიგში. ჩვენი ქვეყანა ევროპულ მომავალს არ დაკარგავს და რუსეთის ნაწილი არასდროს გახდება“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა