ნიკა გვარამია - ქართველი სპორტსმენის სისტემასთან ბრძოლის არც ერთი მაგალითი არ მახსენდება - ავტორიტარიზმის სქემებში სპორტსმენები გადასარევად ჯდებიან ყველგან, საქართველო გამონაკლისი არაა

ქართველი სპორტსმენის სისტემასთან ბრძოლის მასიური კი არა, არც ერთი მაგალითი არ მახსენდება - ავტორიტარიზმის სქემებში სპორტსმენები გადასარევად ჯდებიან ყველგან, საქართველო არაა ამ მხრივ გამონაკლისი, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია „ფეისბუქზე“ წერს.

მისი თქმით, ავტორიტარებიც, თავის მხრივ, „გიჟდებიან სპორტის გაძლიერებაზე“, ხოლო კულტურა „ბოლოს მაინც გაბედავს და შხამიან კბილს ჩაასობს ხოლმე რეჟიმს“.

„სანახაობაში“ კულტურის მოაზრება ბევრად სარისკო და საშიშია. კულტურა (მეტ-ნაკლებად ხარისხიანი) ბოლოს მაინც გაბედავს ხოლმე, შხამიან კბილს მაინც ჩაასობს ხოლმე რეჟიმს. ამიტომ ყველა ავტორიტარი სპორტს აწვება.

„ეროვნული მოძრაობის წიაღში ვარ გაზრდილი და ქართველი სპორტსმენის სისტემასთან ბრძოლის მასიური კი არა, არც ერთი მაგალითი არ მახსენდება (თუ ვინმე გამომრჩა, აქვე ბოდიშს ვიხდი).

კი წავიდა ყველაფერი წინ და კი გამოჩნდნენ დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული ახალგაზრდები, სანიმუშო მოქალაქეობრივი და პატრიოტული პოზიციებით, მაგრამ განსაკუთრებული ცვლილებები არ მომხდარა და მოსალოდნელიც არაა.

ავტორიტარიზმის სქემებში სპორტსმენები გადასარევად სხდებიან ყველგან, საქართველო არაა ამ მხრივ გამონაკლისი. ავტორიტარებიც, თავის მხრივ, გიჟდებიან სპორტის გაძლიერებაზე - პური და სანახაობა ავტორიტარიზმის ფუძემდებლური პრინციპია და ამ ორიდან პური გაცილებით რთული მისაღწევია (ნავთობის ავტორიტარიზმებს თუ არ ჩავთვლით), ვიდრე მეორე.

„სანახაობაში“ კულტურის მოაზრება ბევრად სარისკო და საშიშია. კულტურა (მეტ-ნაკლებად ხარისხიანი) ბოლოს მაინც გაბედავს ხოლმე, შხამიან კბილს მაინც ჩაასობს ხოლმე რეჟიმს. ამიტომ ყველა ავტორიტარი სპორტს აწვება. ჩინეთი ამის საუკეთესო მაგალითია: ტიანანმინის მოვლენების შემდეგ „პურის“ ნაწილში ცხადია დიდი ტემპით განვითარება დაიწყეს, მაგრამ სპორტს ისე მიაწვნენ, მართლა დაეწივნენ და გაასწრეს ამერიკის შეერთებულ შტატებს.

ბიბლია, მორწმუნე ხარ თუ არა, მაინც ყველაზე დიდი წიგნია. მარტო და მაინცდამაინც ქრისტიანულ-ნორმატივისტული ეგზეგეტიკით თუ არ შევხედავთ, ნუ იყოლიებ კერპსო, რომ გვეუბნება, იმედი გაგიცრუვდება ბოლოსო, ამას გვაფრთხილებს“,- წერს გვარამია.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა