ირაკლი კობახიძე - სამწუხაროდ, აშშ-ის ელჩის განცხადებაში ვერ ვიხილე იმ სისტემური ძალადობის დაგმობა, რომელიც ჩვენ გუშინ და გუშინწინ ვნახეთ - მომხდარის დაგმობა ხელს შეუწყობდა სამომავლოდ ძალადობის პრევენციას

სამწუხაროდ, აშშ-ის ელჩის განცხადებაში ვერ ვიხილე იმ სისტემური ძალადობის დაგმობა, რომელიც გუშინ და გუშინწინ ვიხილეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, მომხდარის დაგმობა ხელს შეუწყობდა სამომავლოდ ძალადობის პრევენციას.

„რაც შეეხება ელჩის განცხადებას, სამწუხაროდ, ამ განცხადებაში ვერ ვიხილე იმ სისტემური ძალადობის დაგმობა, რომელიც ჩვენ გუშინ და გუშინწინ ვიხილეთ. ძალიან კარგი იქნებოდა ამ სისტემური ძალადობის დაგმობა, რასაც ძალადობრივი, ექსტრემისტული დაჯგუფებები ახორციელებდნენ გუშინ. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობდა სამომავლოდ ძალადობის პრევენციას, თუმცა, როდესაც ასეთი ძალადობის დაგმობა არ ხდება, ვიღაცებისთვის ეს აღიქმება მწვანე შუქად ხვალინდელი ძალადობისთვის, მაგრამ მინდა ყველას ვუთხრა, რომ როგორც გუშინდელ ძალადობას არ ჰქონდა არავითარი ეფექტი, ასევე არც მომავალში არ ექნება ძალადობას არავითარი ეფექტი“, - განაცხადა პრემიერმა.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა