სახალხო დამცველმა აქციებზე დაკავებული პირები მოინახულა

მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ 2024 წლის 29-30 ნოემბრის ღამეს თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს დაკავებული პირების ნაწილი საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა უკვე მოინახულა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათი ცნობით, სახალხო დამცველის რწმუნებულები გასული ღამის განმავლობაში ხვდებოდნენ დაკავებულ მოქალაქეებს, მათ შორის, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ინახულა დაზიანებული ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი.

„ამ წუთებშიც, (30 ნოემბრის 15:00 სთ) სახალხო დამცველის რწმუნებულები განაგრძობენ დაკავებულების მონახულებას, როგორც თბილისში, ისე აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მდებარე იზოლატორებში და ბათუმის აქციაზე დაკავებულ პირებს - აჭარასა და გურიაში.

დაკავებულების მონახულების შედეგების შესახებ სახალხო დამცველის აპარატი დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით მიაწოდებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა