კახა კალაძე - არანაირი ფასი არ აქვს ჰელსინკის თუ რაღაც კომისიის განცხადებებს, რომელიც დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუეზე - არჩევნები ღიად, გამჭვირვალედ ჩატარდა

არანაირი ფასი არ აქვს ჰელსინკის თუ რაღაც კომისიის განცხადებებს - განცხადებებს, რომელიც დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუეზე, ფასი არ აქვს,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც საქართველოს ხელისუფლებისა და არჩევნების მიმართ ჰელსინკის კომისიის კრიტიკულ განცხადებებს გამოეხმაურა.

კალაძის თქმით, მთელმა ქვეყანამ დაინახა, რომ არჩევნები ღიად და გამჭვირვალედ ჩატარდა.

„არჩევნების პერიოდშიც და მანამდეც, მოვისმინეთ, რა განცხადებებს აკეთებდნენ. განცხადებებს, რომელიც დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუეზე, ფასი არ აქვს. მთელმა ქვეყანამ დაინახა, როგორ ჩატარდა არჩევნები - ღიად, გამჭვირვალედ. ჩვენ ასევე, მოვისმინეთ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელის განცხადება, სადაც პირდაპირ და ნათლად არის ნათქვამი, რომ არჩევნები იყო მრავალპარტიული, ხალხს ჰქონდა არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. მთელი კამპანიის განმავლობაში იყო სიმშვიდე. ყველა პოლიტიკურ პარტიას ჰქონდა კამპანიის ჩატარების საშუალება და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქვეყანაში არ განხორციელდეს მეორე ფრონტი, ქვეყანაში არ მოხდეს პროცესები, რაც, სამწუხაროდ, უკრაინაში ხდება და აირჩიონ მშვიდობა, ქვეყნის განვითარება და ღირსეული ევროპული მომავალი“,- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონმა და ერთ-ერთმა ლიდერმა, კონგრესმენმა სტივ კოენიმ საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. განცხადებაში ისინი „მძაფრად გმობენ“ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების მიმართ „ექსტრემალური ძალადობის“ ფორმას. ასევე, ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობა არალეგიტიმურია.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ