ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას საცხოვრებელ სახლთან საპროტესტო აქციის მონაწილეები მივიდნენ

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას საცხოვრებელ სახლთან საპროტესტო აქციის მონაწილეები მივიდნენ.

აქციის მონაწილეებმა მოსამართლის სახლთან სიმბოლურად შეჩერდნენ და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა უმოქმედობაში დაადანაშაულეს. კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სარჩელთან დაკავშირებით.

მოქალაქეების თქმით, სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა და საპარლამენტო არჩევნები არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.

მოსამართლის სახლთან სამართალდამცავები რჩებიან, რაც შეეხება აქციის მონაწილეებს ფარნავაზ მეფის ქუჩაზე საპროტესტო მსვლელობას აგრძელებენ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია